Home ახალი ამბები მსოფლიო შოიგუმ პრიორიტეტები დაასახელა _ ამოცანების სრულად შესრულება და სამხედროებისთვის სიცოცხლის შენარჩუნება

შოიგუმ პრიორიტეტები დაასახელა _ ამოცანების სრულად შესრულება და სამხედროებისთვის სიცოცხლის შენარჩუნება

149

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უწყებაში გამართულ სელექტორულ თათბირზე განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკრაინაში მანამდე გაგრძელდება, სანამ  არ შესრულდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ დასახული ყველა ამოცანა

შოიგუმ ხაზგამით აღნიშნა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების პრიორიტეტები არის რუსი სამხედროების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნება და საფრთხეების გამორიცხვა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, _ წერს საინფორმაციო სააგენტო “ტასს”-ი.

“კოლექტიური დასავლეთი იმ იმედით, რომ გააჭიანურებს კონფლიქტს უკრაინაში, განაგრძობს კიევის რეჟიმისთვის იარაღის მასშტაბურ მიწოდებას. იქ უკვე ჩატანილია 28 ათას ტონაზე მეტი სამხედრო ტვირთი. ამასთანავე, დასავლეთის შეიარაღების ნაწილი ხვდება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და შავ ბაზარზე…”

“რუსეთის არმიისა და სახალხო რესპუბლიკების ქვედანაყოფების შეტევის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ქვეყანაში მოქმედი უცხოელი დაქირავებულებისა და კერძო სამხედრო კომპანიების მებრძოლთა რაოდენობა. მხოლოდ ბოლო 10 დღეში ლიკვიდირებულია 170 დაქირავებული, 99-მა კი უარი განაცხადა ბრძოლაში მონაწილეობაზე და დატოვა უკრაინის ტერიტორია”, _ განაცხადა სერგეი შოიგუმ.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here