Home ახალი ამბები მსოფლიო შოიგუ: ნატო კიევის რეჟიმს უზრუნველყოფს სადაზვერვო ინფორმაციით, მიზნობრივი მითითებებით, მრჩევლებითა და დაქირავებულებით

შოიგუ: ნატო კიევის რეჟიმს უზრუნველყოფს სადაზვერვო ინფორმაციით, მიზნობრივი მითითებებით, მრჩევლებითა და დაქირავებულებით

141

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციით, მრჩევლებითა და დაქირავებულებით უზრუნველყოფს. მისი თქმით, ალიანსი მოსკოვის წინააღმდეგ საინფორმაციო და სანქციების ომს აწარმოებს, _ იუწყება russian.rt.com.

„ნატო მათ (უკრაინის ხელისუფლებას) აწვდის სადაზვერვო ინფორმაციას, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გზავნის თავის სამხედრო მრჩევლებსა და უცხოელ დაქირავებულებს”, _ თქვა შოიგუმ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, აგრეთვე, განაცხადა, რომ დასავლეთი ცდილობს, არ შეამჩნიოს უკრაინის მიერ დაპირისპირების აკრძალული მეთოდების გამოყენება, მათ შორის ტერორისტული თავდასხმები და შეკვეთილი მკვლელობები.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here