Home ახალი ამბები მსოფლიო შიშის ინდიკატორი: რატომ ვერ ახერხებს დასავლეთი G20-ის ქვეყნების გადაყვანას თავის პოზიციაზე უკრაინის...

შიშის ინდიკატორი: რატომ ვერ ახერხებს დასავლეთი G20-ის ქვეყნების გადაყვანას თავის პოზიციაზე უკრაინის კრიზისის მიმართ

70

7-8 ივლისს გამართულ G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე დომინანტური არ ყოფილა უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებაზე დასავლეთის თვალსაზრისი დარუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისაუცილებლობის საკითხი,  _ განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა. მისი თქმით, ახლა მსოფლიოში მიმდინარეობსნარატივების ბრძოლადა მასში დასავლეთი ვერ იგებს, ამიტომ ფუნქციონერმა ყველას მოუწოდა, იბრძოლოსრუსული პროპაგანდისწინააღმდეგ.

ანალიტიკოსების აზრით, ბორელმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ კოლექტიური დასავლეთის მხრიდან საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის იზილირების მცდელობა ჩაიფუშა. უკრაინის კრიზისის დაგმობისა და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ დასავლეთის პოზიცია არ იყო დომინანტური G20-ის სახელმწიფოებისთვის.

“რაც შეეხება რუსეთის მოქმედებების დაგმობას და მასზე პასუხისმგებლობის დაკისრებას, G7-ის ქვეყნებს ერთობლივი პოზიცია უკავიათ, მაგრამ სხვა ქვეყნებს, მათ შორის ე.წ. გლობალური სამხრეთის სახელმწიფოებს, სხვა თვალსაზრისი აქვთ”, _ ნათქვამია ბორელის განცხადებაში, რომელიც ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ფუნქციონერმა, ამასთანავე, დაასახელა მიზეზები, რომელთა გამოც, მისი აზრით, ქვეყნები უარს ამბობენ დასავლურ ბლოკთან მიერთებაზე.

ჯოზეპ ბორელი

ზოგიერთს უფრო აღელვებს ომის შედეგები თავისი ქვეყნისთვის, ვიდრე საკითხი, ვინ არის პასუხისმგებელი ამ სირთულეების შექმნაზე და როგორ დავასრულოთ ეს ომი. სხვები ჩივიან ორმაგ სტანდარტზე ან, უბრალოდ, სურთ, შეინარჩუნონ კარგი ორმხრივი ურთიერთობა რუსეთთან. ამის გარდა, ბევრს ურჩევნია, მკვეთრად არ გამოხატოს თავისი პოზიცია და არ სურს, აირჩიოს მხარე, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნის მის გეოპოლიტიკურ ინტერესებს”, _ აღნიშნა ბორელმა. მისი თქმით, ახლა მსოფლიოში მიმდინარეობს “ნარატივების ომი” და ამიტომ საჭიროა “რუსულ პროპაგანდასთან” ბრძოლა.

“გაჩაღებულია ნარატივების ომი და ჩვენ მას მოცემულ მომენტში ვერ ვიგებთ. ჩვენ, ევროკავშირის ქვეყნებმა, უნდა გადავდგათ ნაბიჯები რუსეთის პროპაგანდის აღსაკვეთათ”, _ აღნიშნულია ევროპული დიპლომატიის მეთაურის განცხადებაში.

ბოიკოტის ჩაფლავება მის დაწყებამდე

უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე დასავლეთმა აშშ-ის მეთაურობით კურსი აიღო საერთაშორისო არენაზე რუსეთის იზოლაციისკენ. ანალიტიკოსების აზრით, ამ ხაზის წარმატების თუ წარუმატებლობის ინდიკატორი შეიძლება იყოს დიდი საერთაშორისო ფორუმი რუსეთის მონაწილეობით, ამიტომ დასავლეთი ძალისხმევას არ იშურებს G20-ის ლიდერთა ჯგუფის სამიტში რუსეთის მონაწილეობისთვის ხელის შესაშლელად, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს.

ვაშინგტონმა და მათმა მოკავშირეებმა, კერძოდ, ვარშავამ და ოტავამ, ყველას მოუწოდეს, G20-დან გარიცხოს რუსეთი. თანაც, უნდა ითქვას, რომ ამ გაერთიანებაში პოლონეთი არ შედის. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კი განაცხადა, რომ განიხილეს სამიტის ბოიკოტის შესაძლებლობა, თუ მასში რუსეთი მიიღებს მონაწილეობას.

არგენტინა და ჩინეთი გაერთიანებიდან რუსეთის გარიცხვის წინააღმდეგ გამოვიდნენ; ინდონეზიამ კი, რომელიც წლეულს G20- თავმჯდომარეობს, განაცხადა, რომ სამიტზე ვლადიმერ პუტინს მიიწვევს. ეს დასავლეთის ბოიკოტის ჩაშლას მოასწავებს.

დასავლური პრესა, რომელიც “ოცეულის მინისტრების შეხვედრას აშუქებდა, დაკავებული იყო ერთი რამით: მცდელობით, გაერკვია, ვინ ვის უცხადებდა ბოიკოტს. დარბიან,  დარბაზში მინისტრების ყოფნის დროს ითვლიან, აკვირდებიან მათ გადაადგილებას… დღეს დასავლეთისთვის არც სურსათია აქტუალური, არც მიგრაცია, არც ენერგეტიკა. მეინსტრიმს აქვს შეკვეთა: ნებისმიერ ფასად გამოიმუშაოს ბოიკოტი, მაშინაც კი, თუ ეს დამსწრეთა სიცილს იწვევს. დასავლურ მასმედიას წარმოდგენა რომ ჰქონდეს არითმეტიკაზე, შეეძლო ამოეხსნა მარტივი ამოცანა 20 _ 7 = 13, რაც ნიშნავს ბოიკოტის ჩაფლავებას მის დაწყებამდე, _ დაწერა ტელეგრამ-არხში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

რუსეთის იზოლაციისკენ მიმართული დასავლეთის კურსი კრახისთვის რომ არის განწირული, ივნისში წერდა გაზეთ Financial Times-ის მიმომხილველი ედვარდ ლუისი. მისი თქმით, აშშ-ის მოთხოვნის მიუხედავად, გაერიცხათ რუსეთი ორგანიზაციიდან, ეს ქვეყანა მაინც მიიწვიეს G20-ის სამიტზე. ამასთანავე, ჩინეთი და ინდოეთი ეხმარებიან რუსეთს დასავლური საგადასახადო სისტემის ალტერნატივის მოძებნაში, ყიდულობენ რუსულ ნედლეულს და ბლოკავენ მსოფლიო პროცესებიდან რუსეთის გარიყვის მცდელობებს.

ლუისმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარება მხოლოდ აძლიერებს არადასავლური ქვეყნების სურვილს მრავალპოლუსიან მსოფლიოზე.

რუსეთის იზოლაციას არა მსოფლიო, არამედ დასავლეთი ცდილობს

ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის იზოლაციის მცდელობა თავიდნვე განწირული იყო. “რუკას თუ დავხედავთ, მივხვდებით, რომ რუსეთის იზოლაცია შეუსრულებელი ამოცანაა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს არა მსოფლიო, არამედ მხოლოდ დასავლეთი ცდილობს მის იზოლაციას. რუსეთი კი განაგრძობს თანამშრომლობას ისეთ სახელმწიფოებთან, როგორიც არის ჩინეთი და ინდოეთი. როცა აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსულ ნავთობს, ინდოეთმა მყისვე შეისყიდა ამ ნედლეულის დიდი პარტია. ეს ნიშნავს, რომ ერთპოლუსიანი მოდელი აშშ-ის ხელმძღვანელობით უკვე დაინგრა”, _ განაცხადა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის უსაფრთხოების პრობლემების კვლევის ცენტრის მეცნიერმა თანამშრომელმა კონსტანტინე ბლოხინმა და დასძინა, რომ ახალი პოლიცენტრული მსოფლიოს ინდიკატორია ის, რომ აშშ-ის უახლოესი მოკავშირე საუდის არაბეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინეთთან ნავთობზე იუანებით ვაჭრობის შესახებ. ხუთი წლის წინათ ეს ფანტასტიკის სფერო იქნებოდა, უფრო მეტიც _ ბაიდენმა მოუწოდა საუდის არაბეთს, გაეფართოებინა ნავთობის მოპოვება, მაგრამ ერ-რიადმა უარი განუცხადა. ეს ლიბერალური მსოფლიო წესრიგის კრახის კიდევ ერთი ინდიკატორია.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, დასავლეთის მხრიდან G20-ისთვის თავისი პირობების წაყენების გაგრძელება  ამ ორგანიზაციის დაშლას გამოიწვევს. უკვე არსებობს მისი საპირწონე ტრენდი _ ბრიჩსი, რომელში გაერთიანებაც უფრო და უფრო მეტ სახელმწიფოს სურს.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here