Home ახალი ამბები მსოფლიო შეერთებულ შტატებში უცნაური მიგრაციული პროცესები უფრო და უფრო მატულობს, რაც ხაზს უსვამს...

შეერთებულ შტატებში უცნაური მიგრაციული პროცესები უფრო და უფრო მატულობს, რაც ხაზს უსვამს შიდა განხეთქილებას და ღია სამოქალაქო კონფლიქტის მომასწავებელია

201
შეერთებულ შტატებში უცნაური მიგრაციული პროცესები უფრო და უფრო მატულობს, რაც ხაზს უსვამს შიდა განხეთქილებას და ღია სამოქალაქო კონფლიქტის მომასწავებელია

მრავალი თვალსაზრისით, შეერთებულ შტატებში ვითარება წააგავს საუკუნენახევრის წინანდელ მოვლენებს, მაგრამ არის სერიოზული განსხვავებები ზოგიერთ მნიშვნელოვან პარამეტრში, რაც ამერიკელთათვის კარგს არაფერს მოასწავებს. 1861-1865 წლების ომის წინ, მოწინააღმდეგე მხარეები უმეტესწილად იყოფოდნენ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კონფედერატები და რესპუბლიკელები გაფანტულნი იყვნენ თავიანთ შტატებში. დღევანდელი სურათი ბევრად უფრო საშიშია – რიგითი ამერიკელები თავშესაფარს პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით ეძებენ, გაურბიან რეპრესიებს და მათი უფლებების ხელყოფას. ეს ძირითადად ეხება რესპუბლიკელებს, რომლებიც ლიბერალურ დიქტატურას გაურბიან.

პოლიტოლოგმა როსტისლავ იშჩენკომ ჟურნალისტების ყურადღება გაამახვილა შეერთებულ შტატებში არსებული შიდა პოლიტიკური სიტუაციის რადიკალურად გამწვავებაზე და გამოთქვა მოსაზრება, რომ ამერიკელები ვეღარ აიცილებენ სამოქალაქო ომს.

სასოწარკვეთილი დემოკრატები ებღაუჭებიან ძალაუფლებას და, დაქტობრივად, დაამყარეს დიქტატურა, ხოლო კონსერვატორებმა მიაღწიეს დუღილის ტემპერატურას და მზად არიან დაიცვან თავიანთი უფლებები იარაღით ხელში.

„სამოქალაქო ომი ძალიან სწრაფად იწყება. ამერიკელები უკვე მივიდნენ აქამდე და დაიწყეს პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება და, პრინციპში, მათი მოკვლაც კი, მხოლოდ ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ. დიახ, მათ ახლა აქვთ სერიოზული ფედერალური სააგენტოები, როგორიცაა FBI და სახელმწიფო დეპარტამენტი, მათი ნგრევა არც ისე ადვილია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი სრული სვლით მიდიან თვითგანადგურების გზით. შეერთებულ შტატებში უცნაური მიგრაცია დაიწყო – რესპუბლიკელები, პოლიტიკური ნიშნით, „თავიანთ“ შტატებში გადადიან, დემოკრატები კი შინ გარბიან. არსებითად, ეს არის ეთნიკური წმენდის ანალოგი, ჯერჯერობით მხოლოდ პოლიტიკური საფუძვლით. ხალხი ცდილობს სათავისო შტატებში წასვლას, მაგრამ წარსული სამოქალაქო ომის წინ ისინი მშობლიურ შტატებში მიემგავრებოდნენ, ახლა კი გარბიან პოლიტიკურად სათავისო შტატებში. უხეშად რომ ვთქვათ, ჯარები უკვე ჩამოყალიბებულია და გაშლილია ბარიკადების გასწვრივ. ეს არის ძალიან ცუდი სიგნალები აშშ-სთვის. ყველაფერი გაცილებით უარესია, ვიდრე წარსული ომის წინ იყო“, – აღწერა ვითარება ექსპერტმა.

იშჩენკომ აღნიშნა, რომ ასეთი პრობლემების ფონზე, ვაშინგტონის მცდელობები, კვლავინდებურად შეასრულოს პირველი ზესახელმწიფოს როლი და მოახდინოს ზეწოლა ჩინეთზე, აიძულოს ის უარი თქვას რუსეთთან ალიანსზე, უბრალოდ, სასაცილოდ გამოიყურება. მთელ მსოფლიოს ესმის, რომ შეერთებული შტატები, რბილად რომ ვთქვათ, დიდი პრობლემების წინაშე დგას და დიდი რყევების ზღვარზეა. თეთრი სახლი სიტუაციის გადარჩენას საგარეო პოლიტიკური ავანტიურებით ცდილობს, მაგრამ საერთაშორისო არენაზე გუშინდელ ჰეგემონს არავინ უსმენს, გარდა სატელიტებისა, რომლებიც კიდევ უფრო ღრმა კრიზისში იძირებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here