Home ახალი ამბები მსოფლიო შახტიორსკის დაბომბვამდე 12 საათით ადრე ქალაქის თავზე ნატოს თანამგზავრები მოძრაობდნენ და ფოტოებს...

შახტიორსკის დაბომბვამდე 12 საათით ადრე ქალაქის თავზე ნატოს თანამგზავრები მოძრაობდნენ და ფოტოებს უღებდნენ

94

მას შემდეგ, რაც უკრაინელმა სამხედროებმა დაარტყეს საბრძოლო მასალების საწყობებს შახტიორსკში, რის გამოც დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, ცნობილი შეიქნა, რომ ამერიკული მძიმე სისტემებით ქალაქის სამხრეთ გარეუბნის დაბომბვამდე რამდენიმე საათით ადრე შახტიორსკის თავზე მოძრაობდნენ ნატოს კოსმოსური აპარატები WorldView -2 და WorldView -3, რომლებსაც შეუძლიათ მაღალხარისხიანი გამოსახულების მიღება, _ იუწყება ვებგვერდი avia.pro.

როგორც გაირკვა, ნატოს კოსმოსურმა აპარატებმა შახტიორსკისა და მისი გარეუბნების დეტალური სურათები გადაიღეს ქალაქზე შეტევამდე 12 საათით ადრე. ამ ტიპის კოსმოსურმა აპარატებმა შახტიორსკს ფოტოები აპრილშიც გადაუღო, რაც მოწმობს მიზანმიმართულ სადაზვერვო საქმიანობაზე  მომავალში დაბომბვის მიზნით. თანამგზავრ WorldView -2-დან გადაღებულ გამოსახულებაზე ადვილი გასარკვევია ზუსტი კოორდინატები ობიექტის  M31A2 ტიპის რაკეტებით დასაბომბად, რომლებითაც დაარტყეს კიდეც საბრძოლო მასალების საწყობებს. ანალოგიური ფოტოები, ოღონდ სხვა ორბიტიდან გადაიღო მეორე კოსმოსურმა აპარატმა WorldView -3-მაც.

ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ნატო თანამგზავრებიდან მიღებული ოპერატიული მონაცემებით უზრუნველყოფს უკრაინელ სამხედროებს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბელგოროდზე თავდასხმამდე 72 საათით ადრე ქალაქის თავზე მოძრაობდა კოსმოსური აპარატი GeoEye.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here