Home ახალი ამბები საქართველო შალვა პაპუაშვილი: საქართველოს მიღწევები, ისევე როგორც საერთო ევროპული საქმისადმი თავდადებისა და თავგანწირვის...

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს მიღწევები, ისევე როგორც საერთო ევროპული საქმისადმი თავდადებისა და თავგანწირვის ისტორია, მას ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს

43

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებას გამოეხმაურა. შესაბამისი კომენტარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის Twitter-ზე გამოქეყნდა.

„გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გააკეთა მოწოდება ევროკავშირის გაფართოებისკენ, რომელიც მათ შორის საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მოიცავს. ევროპეიზაციის მიმართულებით საქართველოს მიღწევები, ისევე როგორც საერთო ევროპული საქმისადმი თავდადებისა და თავგანწირვის ისტორია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს“, – წერს პაპუაშვილი.

შოლცის განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და ეკონომიკურ ბლოკში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანებას.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here