Home ახალი ამბები საქართველო შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ნაწილის მხრიდან არის მცდელობა, საქართველოს წინააღმდეგ რაღაც ზომები გამოიწვიონ,...

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ნაწილის მხრიდან არის მცდელობა, საქართველოს წინააღმდეგ რაღაც ზომები გამოიწვიონ, რაც არის ჩვეულებრივი ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ

45

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მათი ეს პოლიტიკა ამხილონ.

„რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან არის მცდელობა, რომ საქართველოს წინააღმდეგ რაღაც ზომები გამოიწვიონ. ვხედავთ რაღაც კამპანიას, რომ ხან რაღაც გემი შემოვიდა, თუ არ შემოვიდა, სამხედრო თვითმფრინავმა გადაიფრინა, თუ არ გადაიფრინა, ეს ყველაფერი გამოდის აბსოლუტური სიყალბე, ეს არის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო ომი, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ჩვეულებრივი ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, როცა საინფორმაციო დისკრედიტაცია ხდება ქვეყნის იმის მოლოდინში, რომ იქნებ რაიმე რეაქცია გამოიწვიონ რომელიმე ქვეყნის თუ ორგანიზაციის და ამით შევასუსტოთ საქართველოს ხელისუფლება. ეს არის მთელი პოლიტიკა, რასაც სამწუხაროდ, აწარმოებს ოპოზიციის ნაწილი. მთავარია ეს პოლიტიკა ვამხილოთ და მხარი არ დავუჭიროთ”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here