Home ახალი ამბები საქართველო შალვა პაპუაშვილი – ცილისმწამებლური კამპანიის კულმინაცია იყო გუშინ, როცა კითხვა მოიცავდა პასუხსაც,...

შალვა პაპუაშვილი – ცილისმწამებლური კამპანიის კულმინაცია იყო გუშინ, როცა კითხვა მოიცავდა პასუხსაც, შეურაცხყოფას, დისკრედიტაციას, ყველაფერს, ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია

33

ვხედავდით ცილისმწამებლურ კამპანიას, რომლის კულმინაცია იყო გუშინ, სწორედ იმ კითხვის ფორმულირებიდან გამომდინარე, რომელშიც შიგნითვე იყო ჩადებული პასუხიც, შეურაცხყოფაც, ცილისწამებაც, დისკრედიტაციაც, ყველაფერი. ეს იყო ალბათ მაგალითი, როგორ ხდება პროპაგანდისტული ინსტრუმენტების გამოყენება მედიის მეშვეობით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვაზე ირაკლი კობახიძის პასუხებთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მოუწოდებს მედიას, ჟურნალსიტური სტანდარტი დაიცვან.

„არაერთხელ აღმინიშნავს და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რადგან აქაც ვხედავთ, რომ მთლიანად ამ დისკუსიაში არის გულწრფელობის ნაკლებობა. როგორც გახსოვთ, ეუთო/ოდირმა საკუთარ დასკვნაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თქვა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში მედია ქცეულია პოლიტიკურ აქტივისტად. ეს არის, რასაც საერთო ჯამში ჩვენ ვხედავთ, მათ შორის ბოლო ორი დღე ჩვენ ვხედავდით ცილისმწამებლურ კამპანიას, რომლის კულმინაცია იყო გუშინ, სწორედ იმ დასმული კითხვის ფორმულირებიდან გამომდინარე, რომელშიც შიგნითვე იყო ჩადებული პასუხიც, შეურაცხყოფაც, ცილისწამებაც, დისკრედიტაციაც, ყველაფერი, ეს იყო ალბათ მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება პროპაგანდისტული ინსტრუმენტების გამოყენება მედიის მეშვეობით. ეს არის სამწუხარო ფაქტი. ამაზე უფრო სამწუხარო არის ის, რომ ნაცვლად იმისა, გავუსწოროთ ამას თვალი, ვაღიაროთ ის პრობლემა, რომელიც ქართულ მედიაში არსებობს, პრობლემა, რომელიც გულისხმობს, რომ ქართული მედია, ეთიკური ჟურნალისტიკა, სამწუხაროდ, მედიის დიდი ნაწილისთვის აღარ არის საერთოდ ტერმინიც კი. ის, რომ, როგორც ეუთო/ოდირმა აღნიშნა, მედიის დიდი ნაწილი, ყოველ შემთხვევაში, ან ნაწილი, არის ქცეული პოლიტიკურ აქტივისტად, ამით არის ჩვეულებრივი პოლიტიკის მონაწილე, განმსაზღვრელი და არის გარკვეულწილად პარტიული ინტერესების გამტარებელი, სწორედ ეს ქმნის საბოლოო ჯამში იმ გარემოს, რომელზეც ვსაუბრობდით მათ შორის სამი კვირის წინ, როცა ვთქვით, რომ დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანია რიტორიკის შერბილება, ამისკენ მოვუწოდეთ ყველას. ნახეთ, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი არ აგვყვა ამ საკითხში, მედიის ნაწილი არათუ აგვყვა ამ საკითხში, ბოლო სამი კვირაა, ჩვენ ვხედავთ პირდაპირ ნაკადს დეზინფორმაციის, ცილისწამების, მათ შორის ზიზღის ენის გავრცელების მედიის საშუალებით. ამიტომ მედიას მოვუწოდებ, ნაცვლად იმისა, რომ შეაბიჯონ პოლიტიკის სფეროში, დაიცვან ის ჟურნალისტური სტანდარტი, რაც არსებობს. მართალია, ნაჩქარევი შეფასებები მოჰყვა, მაგრამ შემდეგ ვფიქრობ, ბევრმა ნახა დეტალურად როგორი ფორმით იყო კითხვა დასმული, ამაში არ იყო არაფერი, რასაც აქვს საერთო ეთიკურ ჟურნალისტიკასთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ გუშინდელი ფაქტი იყო ტიპური პროვოკაცია. პაპუაშვილის შეფასებით, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თავად არიან დისკრედიტებული, ცდილობენ ხოლმე სხვა აქტორების გამოყენებას პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად.

„რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, იყო ტიპური პროვოკაცია, რომელიც აგებული იყო ცილისწამებაზე. თითქოს რაღაც კითხვა არსებობს და ლეგიტიმური კითხვაა. არანაირი ლეგიტიმური კითხვა არ არსებობს. ჩვენ ვნახეთ, ერთ-ერთმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა თქვამ, რომ რაღაცა დაგუგლა, დაგუგვლაზე ჟურნალისტი რომ ააწყობს თავის კითხვას, დაგუგვლაზე მედია რომ ააწყობს სიუჟეტს, ეს აჩვენებს სწორედ, რამდენად მართალი იყო ეუთო/ოდირი, როდესც ის ამბობდა, რომ სამწუხროდ, მედიის ნაწილი პოლიტიკურ აქტივისტად არის ქცეული.

ამ კითხვაში არაფერი არ იყო ჩვეულებრივი, როგორც მისი ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, როგორც იმ ადამიანის დამსახურების და როლის გათვალისწინებით, რომელზეც ჰქონდა ამ ჟურნალისტს საუბარი და მან სავარაუდოდ არც კი იცის, ვიზე საუბრობს, რა როლი აქვს გია კობახიძეს ნათამაშები საქართველოს ისტორიაში, ეროვნულ გამათავისუფლებელ მოძრაობაში, სავარაუდოდ არც კი იცის, ვიზე რას საუბრობს. ეს არის პრობლემა. არანაირი ლეგიტიმაცია არ ჰქონდა კითხვას, რომლის საფუძველიც იყო ერთ-ერთი უკრაინელი პოლიტიკოსის, რომელიც ცნობილია საქართველოს მიმართ დეზინფორმაციით, ნათქვამი, რომ მან რაღაც დაგუგლა. სერიოზულობის მარცვალი მაინც ხომ უნდა იყოს. რაც შეეხება ვერბალურ გაცვლა-გამოცვლას, სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ და მათ შორის ირაკლი კობახიძე, როდესაც ვთქვით, რომ ქართული დემოკრატიის და საღი პოლიტიკური დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის მაპოლარიზებელი რიტორიკა, რომელიც სამწუხაროდ, მათ შორის მედიის მხრიდან არის წახალისებული, ეს არის გამოწვევა და ამას უნდა ჩავხედოთ თვალებში. როდესაც ვერბალური გაცვლა-გამოცვლა მიდის, ხომ მოისმინეთ კითხვა, როგორიც იყო, გამეორებაც კი რთულია, იმხელა შეურაცხყოფა, ცილისწამება, იმხელა კლიშე, დისკრედიტაცია იყო თავად კითხვაში ჩადებული. გუშინ იყო მცდელობები, რამენაირად სხვანაირად აეხსნათ. შეცვალეთ კითხვა, ჩადეთ სხვა შინაარსი ამ კითხვაში, სხვა სიტყვები, მიუსადაგეთ საკუთარ თავს, თქვენს ახლობლებს და შემდეგ დაფიქრდით, რამდენად არის ასეთი კითხვა საერთოდ რაიმე კავშირში ეთიკურ ჟურნალისტიკასთან.

ეს იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია და სხვათაშორის, თუ შევხედავთ რეაქციებს, მათ შორის პოლიტიკოსების გამოხმაურებებს, ნახავთ, რა იყო მიზანი ამ პროვოკაციის. ვხედავთ, რომ უჭირთ პოლიტიკურ პარტიებს პოლიტიკური ტემპერატურის აწევა. ამ დროს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თავად დისკრედიტებული არიან, ცდილობენ ხოლმე სხვა აქტორების გამოყენებას. ხან არის ეს მედია, ხან არასამთავრობო სექტორი. მედია უკვე იყო ერთხხელ გამოყენებული ამ კუთხით, პოლიტიკური ტემპერატურის ასაწავედ. დღესაც ვნახეთ ზუსტად ეს. ამიტომ ნაცვლად ზედაპირული მსჯელობისა, მათ შორის ჟურნალისტებს მოგიწოდებთ, რომ ჩახვიდეთ უფრო მეტად სიღრმეში, დაუბრუნდეთ ჟურნალისტური საქმიანობის საწყისებს, რომელც გულისხმობს ეთიკურ ჟურნალისტიკას, გულისხმობს იმას, რომ მაყურებლამდე მიიტანოთ ინფორმაცია და არა თქვენი პოზიცია, შეფასება და დამოკიდებულება რაღაც საკითხების მიმართ, განსაკუთრებით, როდესაც საპარლამენტო ჟურნალისტიკაზე გვაქვს საუბარი. ამაზე მათ შორის პარლამენტის ტრიბუნიდანაც არაერთხელ მითქვამს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here