Home ახალი ამბები მსოფლიო “სევასტოპოლში რეიდზე მდგარ გემებზე უკრაინელების მიერ მოწყობილ ტერაქტს ბრიტანელები ხელმძღვანელობდნენ”

“სევასტოპოლში რეიდზე მდგარ გემებზე უკრაინელების მიერ მოწყობილ ტერაქტს ბრიტანელები ხელმძღვანელობდნენ”

138

რუსული მხარე გაურკვეველი ვადით აჩერებს მონაწილეობას უკრაინის პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის გატანის შესახებ შეთანხმების რეალიზაციაში. ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ცნობით, ეს გამოწვეულია უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივი თავდასხმებით გემებზე, რომლებიც სევასტოპოლში რეიდზე იმყოფებოდნენ. თავდასხმა მოხდაშავი ზღვის ინიციატივისფარგლებში შექმნილი ჰუმანიტარული დერეფნის საფარქვეშ. ასევე ხაზგასმულია, რომ უკრაინელი სამხედროების ქმედებებს ბრიტანელი სპეციალისტები ხელმძღვანელობდნენ და მოსკოვი ამ საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოში განსახილველად დააყენებს, _ წერს  russian.rt.com.

 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სევასტოპოლში რეიდზე მდგარ გემებზე თავდასხმა განხორციელდა საჰაერო და საზღვაო უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ჰუმანიტარული დერეფნის საფარქვეშ, რომელიც ორგანიზებული იყო “შავი ზღვის ინიციატივის” ფარგლებში უკრაინის აგროპროდუქციის გასატანდ.

სევასტოპოლის ყურეზე თავდასხმის კომენტირებისას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ ამ ტერაქტის მომზადებასა და უკრაინის 73-ე სპეციალური საზღვაო ოპერაციების ცენტრის სამხედრო მოსამსახურეების სწავლებას ხელმძღვანელობდნენ ბრიტანელი სპეციალისტები, რომლებიც ქალაქ ოჩაკოვში იმყოფებიან. მან დააზუსტა, რომ თავდასხმაში ჩართული იყო 9 უპილოტო საფრენი და 7 ავტონომიური საზღვაო უპილოტო აპარატი. ყველა  განადგურებულია. თავდასხმის შედეგად მცირედ დაზიანდა საზღვაო ტრალერი “ივან გოლუბეცი” და ყურე იუჟნაიას ბარიერი.

მანამდე ცნობილი შეიქნა, რომ თავდასხმისას, პორტალ Flightradar 24-ზე დაყრდნობით, შავი ზღვის ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში დიდი ხნის განმავლობაში პატრულირებდა ამერიკული სტრატეგიული სადაზვერვო თვითმფრინავი RQ-4B Global Hawk-ი, რომელიც სიცილიაში ნატოს საჰაერო ბაზიდან აფრინდა.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here