Home ახალი ამბები საქართველო სერგო ჩიხლაძე – პირდაპირ კრემლის ფილიალია გახსნილი საქართველოში „ქართული ოცნების“ სახით –...

სერგო ჩიხლაძე – პირდაპირ კრემლის ფილიალია გახსნილი საქართველოში „ქართული ოცნების“ სახით – ხელისუფლების ყოველდღიური ქმედება არის დოკუმენტაცია და მტკიცებულება რუსეთთან თანამშრომლობის

236

სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არათუ თანამშრომლობს რუსეთთან, არამედ პირდაპირ კრემლის ფილიალია გახსნილი საქართველოში „ქართული ოცნების“ სახით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ჩიხლაძეს მიაჩნია, რომ სანქციებს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ სხვა პირებსაც დაუწესებენ.

„რუსებთან თანამშრომლობა მგონი უკვე დოკუმენტირებულია – „ქართული ოცნების“ ყოველდღიური ქმედება არის დოკუმენტაცია და მტკიცებულება რუსეთთან თანამშრომლობის. ვფიქრობ, სანქციები იქნება, რადგან ძალიან ბევრი ფაქტი დაგროვდა, კიდევ ბევრი ფაქტი იქნება, შესაბამისად, საბოლოო ჯამში, სანქციებამდე საქმე მივა. არამხოლოდ ივანიშვილს, არამედ ბევრ სხვა მაღალჩინოსანსაც, მოსამართლეს თუ კლანის სხვა წევრებს შეეხება სანქციები,“ – განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მოსკოვთან თანამშრომლობის სამხილები თუ საჭირო გახდება, წარდგენილი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით. აღნიშნულით მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საქართველოს მთავრობის პოზიცია შეაფასა, კერძოდ, განცხადებები, რომ უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა სურს და რომ უკრაინის ხელისუფლებას არ წარმოუდგენია არანაირი დამადასტურებელი ფაქტი, თითქოს საქართველო მოსკოვთან თანამშრომლობს. „ჩვენ ყველაფერს ამას ვსწავლობთ და საჭირო თუ იქნება, იურიდიულ სამხილებს წარვადგენთ. ხვდებით, რომ არცერთ პირს, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო სანქციებს აწესებს, არ მისცემენ საშუალებას, ამაზე ფული გააკეთოს,“ – განაცხადა პოდოლიაკმა.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here