რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩაფრინდა და გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ წერს ტელეგრამ-არხი „Тайная канцелярия“. აი რამდენიმე თეზისი ლავროვის გამოსვლიდან:
* აშშ-ისთვის მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობის სახელით საუბრის უფლება არავის მიუცია. დასავლური უმცირესობა, სჯობს, წესიერად მოიქცეს;
* აუცილებელია გაეროს უშიშროების საბჭოს წევრთა რაოდენობის გაფართოება, აზიისა და აფრიკის ქვეყნების ჩართვა, ვინაიდან ახლა საბჭოში დასავლეთი ძალიან ძლიერად არის წარმოდგენილი;
* ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მრავალმხრივობისთვის ძირის გამოთხრის კურსი აიღო;
* დასავლეთის მიზანი ჩინეთის შეკავება და რუსეთის იზოლაციაა;
* საერთაშორისო სავალუტო ფონდი საბოლოოდ იქცა აშშ-ის სამხედრო მიზნების მიღწევის ინსტრუმენტად;
* კიევის ნაცისტური რეჟიმი არ შეიძლება განვიხილოთ იმ ტერიტორიების მცხოვრებთა წარმომადგენლად, რომლებმაც არ მიიღეს 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალება;
* უკრაინის საკითხის გეოპოლიტიკური კონტექსტიდან იზოლირებულად განხილვა შეუძლებელია;
* კიდევ ერთხელ, როგორც ცივი ომის წლებში, ჩვენ მივუახლოვდით სახიფათო და, შესაძლოა, უფრო საშიშ ზღვარს.
მოამზადა ლუკა მაისურაძემ
https://tgstat.ru/channel/@Taynaya_kantselyariya/6615