Home ახალი ამბები მსოფლიო სექტემბერში რუსეთი, პარტნიორებთან ერთად, ოფიციალურად გამოაცხადებს საუდის არაბეთის შესვლას BRICS-ში. ეს ნიშნავს,...

სექტემბერში რუსეთი, პარტნიორებთან ერთად, ოფიციალურად გამოაცხადებს საუდის არაბეთის შესვლას BRICS-ში. ეს ნიშნავს, რომ ძველი წესრიგი ნედლი ნავთობით ვაჭრობის შესახებ შეწყვეტს არსებობას

153
სექტემბერში რუსეთი, პარტნიორებთან ერთად, ოფიციალურად გამოაცხადებს საუდის არაბეთის შესვლას BRICS-ში

მსოფლიო კოლოსალური მოვლენის ზღვარზეა, რასაც რუსეთიდან და მისი პარტნიორი ქვეყნებიდან მოსული ამბებიც ადასტურებს. ამის შესახებ ამერიკელმა ანალიტიკოსმა დევიდ ბლექმონმა ისაუბრა.

რამდენიმე ხნის წინ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ნიკოლაი შულგინოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ მოახერხა სანქციების ქვეშ მოქცეული ნედლი ნავთობის მთელი ექსპორტის გადამისამართება არადასავლურ ქვეყნებში. დევიდ ბლექმონის თქმით, ეს სიახლე ერთგვარი სიგნალია გრანდიოზული მოვლენის მოლოდინში, რომელიც შესაძლოა სექტემბრის დასაწყისში მოხდეს. ამის შესახებ გამოცემა Forbes იტყობინება. «ПолитРоссия» წარმოგიდგენთ სტატიის პერიფრაზს.

„ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის კოლეგებმა მზარდი გავლენის მქონე BRICS-ის ალიანსიდან (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა) მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს რუსეთის ხელისუფლების დასახმარებლად, მიეღწიათ ასეთი შედეგისთვის“, – აღნიშნა ამერიკული გამოცემის მიმომხილველმა.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსული გაყიდვები ინდოეთში გასული წლის განმავლობაში 22-ჯერ გაიზარდა. ასევე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთში რუსული ნავთობის საზღვაო იმპორტმა მარტში ახალ რეკორდულ მაჩვენებლებს უნდა მიაღწიოს, რაც დაახლოებით 43 მილიონ ბარელს შეადგენს.

BRICS-ის ქვეყნების მიერ რუსული ნავთობის შესყიდვამ არავინ უნდა გააკვირვოს. საქმე ისაა, რომ ამ ალიანსის ყველა წევრმა ქვეყანამ უარი თქვა დასავლეთის სანქციების მხარდაჭერაზე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ხდება მსოფლიოში ამ ორგანიზაციის მზარდი გავლენის ფონზე. 2001 წლიდან დაწყებული, როგორც სწრაფად განვითარებად ეკონომიკებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ალიანსი, დღეს BRICS-ი პოზიციონირებს როგორც G7-ის გეოპოლიტიკური ალტერნატივა, რომლის წევრები არიან აშშ, იაპონია, იტალია, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი (როგორც ცალკე წევრი). სულ უფრო მეტ ქვეყანას სურს გახდეს BRICS-ის წევრი.

BRICS

„ბოლო თვეების განმავლობაში არცერთ ქვეყანას არ გამოუთქვამს BRICS-ის ჯგუფთან ბიზნესის კეთების იმაზე მეტი ინტერესი, ვიდრე საუდის არაბეთს“, – აღნიშნავს დევიდ ბლექმონი.

საუდის არაბეთმა გამოთქვა ინტერესი, ჩინეთთან ნავთობით ვაჭრობისას დოლარის ნაცვლად ჩინური იუანი გამოიყენოს. ასეთი ნაბიჯი იქნება გამოწვევა არსებული წესრიგისთვის, რომელიც გულისხმობს ამერიკული ვალუტის გამოყენებას ნავთობით საერთაშორისო ვაჭრობაში. საუდის არაბეთის ფინანსთა მინისტრმა მოჰამედ ალ-ჯადაანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა ღიაა აშშ დოლარის გარდა სხვა ვალუტით ვაჭრობისთვის.

Forbes-ის ანალიტიკოსი თვლის, რომ სექტემბერში BRICS-ის წევრების ყოველწლიურ შეხვედრაზე კოლოსალური მასშტაბის მოვლენა მოხდება. რუსეთი, პარტნიორებთან ერთად, ოფიციალურად გამოაცხადებს საუდის არაბეთის შესვლას BRICS-ში. ეს ნიშნავს, რომ ძველი წესრიგი ნედლი ნავთობით ვაჭრობის შესახებ შეწყვეტს არსებობას.

„ეს და სხვა მოვლენები არის თუ არა წინასწარი სიგნალები, რომ ასეთი კოლოსალური მოვლენა ახლოვდება? ეჭვგარეშეა, რომ ნავთობის შესახებ ძველი მსოფლიო წესრიგი ქრება და ყალიბდება ახალი“, – განაცხადა Forbes-ის ექსპერტმა.

მანამდე «ПолитРоссия» აღნიშნავდა, რომ ნავთობით ვაჭრობას რუსეთის ფედერაციისთვის იმაზე მეტი შემოსავალი მოაქვს, ვიდრე ამას დასავლეთში მოელოდნენ.

წყარო: ПолитРоссия

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here