Home ახალი ამბები მსოფლიო საზღვრებს გარეშე: უკრაინაში პოლონელებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას აპირებენ

საზღვრებს გარეშე: უკრაინაში პოლონელებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას აპირებენ

72

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ პოლონელებს უკრაინაში განსაკუთრებული სტატუსი უნდა მიენიჭოთ. ეს, ფაქტობრივად, უკრაინისა და პოლონეთის მოქალაქეების უფლებების გათანაბრებაა. მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ თქვა, რომ ქვეყნებს შორის არ იქნება საზღვარი და ისინიერთობლივად დაიწყებენ საერთო ბედნიერების შენებას”.

რუსეთში დარწმუნებულნი არიან, რომ “კიევში განზრახული აქვთ, პოლონელების მიერ უკრაინის დაპყრობის ლეგალიზება”.

ანჯეი დუდას სიტყვები მოსკოვში შეაფასეს, როგორც აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ “პოლონეთი მიისწრაფვის დასავლეთ უკრაინის ანექსიისკენ”. რუსეთის საგარეო დაზვერვის  ხელმძღვანელ სერგეი ნარიშკინის თქმით, “პოლონეთს სურს, თავისი ჯარი შეიყვანოს დასავლეთ უკრაინაში იქაური მოსახლეობის რუსეთის აგრესიისგან დაცვის ლოზუნგით”. ვარშავაში კი განაცხადეს, რომ დასავლეთ უკრაინის ანექსიაზე განცხადებების გავრცელება “კიევისა და ვარშავის თანამშრომლობისთვის ძირის გამოთხრას ემსახურება”. ამის შემდეგ პოლონეთის ხელისუფლებამ ერთობლივი სამხედრო სწავლებისა და უკრაინის ჩრდილოეთსა და სამხრეთში სამხედრო ტექნიკის გადასროლის შესახებ განაცხადა.

ექსპერტთა აზრით, უკრაინის ლიდერს, რომელმაც უკრაინისა და პოლონეთის მოქალაქეების უფლებები გაათანაბრა, “განზრახული აქვს პოლონელების მიერ უკრაინის დაპყრობის ლეგალიზაცია”.

“ეს, ფაქტობრივად, არის უკრაინის ტერიტორიის მიერთება პოლონეთთან და ერთი სახელმწიფოს შექმნა. პოლონელებს, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი უფლებებით გაუთანაბრეს უკრაინელებს, შეეძლებათ, საპასუხისმგებლო პოსტები დაიკავონ სახელმწიფო სამსახურში, სასამართლო სისტემასა და სხვაგან. ამით უკრაინის სუვერენიტეტის ნარჩენები კიდევ უფრო შემცირდება, პოლონეთზე დამოკიდებულება კი მოიმატებს. პოლონური კაპიტალი დაიპყრობს უკრაინას”, _ განაცხადა პოლიტოლოგმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ნატალია ერიომინამ.

ექსპერტთა აზრით, ორი ქვეყნის მოქალაქეების უფლებების გათანაბრების შესახებ ინიციატივა ზელენსკის  ვაშინგტონმა მოახვია თავს.

ლუკა მაისურაძე

https://iz.ru/1338804/kseniia-loginova/bez-granitc-poliakam-reshili-dat-osobyi-status-na-ukraine

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here