Home ახალი ამბები მსოფლიო საუდის არაბეთმა და ირანმა დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს

საუდის არაბეთმა და ირანმა დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს

ორი ქვეყნის დაახლოება ჩინეთის შუამავლობით განხორციელდა

108

მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენა მოსალოდნელი იყო, ახალი სამშვიდობო შეთანხმების გამოცხადება დიდი ხნის რეგიონულ მტრებს, ირანსა და საუდის არაბეთს, შორის მთავარ სენსანციად იქცა  ახლო აღმოსავლეთში და ცუდი ამბავი იყო ვაშინგტონისა და ისრაელის მთავრობისთვის ბენიამინ ნეთანიაჰუს მეთაურობით. ამის შესახებ თავის ტელეგრამ-არხ „ДРОБНИЦКИЙ“-ზე  წერს პოლიტოლოგი დიმიტრი დრობნიცკი.

ირანის ისლამური რესპუბლიკისა და საუდის არაბეთის  დაახლოების ლოკომოტივი, დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, იყო არაბთა გაერთიანებული საამიროები. შემდეგ ჩაერთო ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დაიწყო ინტენსიური მოლაპარაკებები ირანისა და საუდის არაბეთის დელეგაციებს შორის როგორც ჩინეთში, ასევე ერაყში.

ახლა კი რეგიონული ჰიბრიდული ომის ცული დამარხულია.

ის, რომ რეგიონში აშშ-ის ყოფილი უახლოესი მოკავშირე საუდის არაბეთი მიდიოდა დაახლოებისა და განვითარებისკენ, მათ შორის სავაჭრო ურთიერთობების, იმავე რეგიონში აშშ-ის მტერ ირანთან, იყო ამერიკის გარეშე სამყაროს შექმნის კიდევ ერთი აქტი. ახლო აღმოსავლეთი აქტიურად ემზადება გლობალიზებული დოლარული მსოფლიოს დასასრულისთვის. 

ირანი და საუდის არაბეთი საელჩოებს   ორი თვის განმავლობაში გახსნიან.

მოამზადა  ლუკა მაისურაძემ

https://tgstat.ru/channel/@DDrobnitski/5438

                                                                                             

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here