Home რუბრიკები პოლიტიკა ამბავი “სასტიკად ნაწამები” მამებისა და შვილთა ვირეშმაკობისა!

ამბავი “სასტიკად ნაწამები” მამებისა და შვილთა ვირეშმაკობისა!

ინგა გრიგოლია, თაკო ჩარკვიანი, ნათია ფანჯიკიძე,

დიაგნოზს, რომ ქართველი საზოგადოება დაავადებულია, უკვე წყალი აღარ გაუვა. მესმის საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის აღშფოთებისა _ ჩვენ რაღას გვერჩიო?! მაგრამ ასეა _ საზოგადოება, ისევე, როგორც ადამიანის ორგანიზმი, გარკვეულწილად, მთლიანია და, თუკი ორგანიზმის თუნდაც 10 ან 5 პროცენტი დაავადებულია, მაშინ მთელი ორგანიზმი ითვლება დაავადებულად. თუ დაავადება უკურნებელია, მაშინ ერთადერთი საშუალებაა ორგანიზმის დაავადებული ნაწილის მოკვეთა _ ამპუტაცია, მაგრამ, ვინაიდან უკვე XXI საუკუნეა და საზოგადოების დაავადებულ ნაწილს ვერ მოვკვეთთ დახვრეტის მეთოდით, როგორც ამას აკეთებდნენ XX საუკუნის ზოგიერთ სახელმწიფოში, გამოდის, ამ დაავადებული ნაწილის გამო, სრულიად საზოგადოებამ უნდა ავიტანოთ ის, რასაც ეს ძალიან მძიმე დაავადება მოუტანს შედეგად ჩვენს ქვეყანასა და სახელმწიფოს.

მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი საზოგადოების არათუ მხოლოდ ათი, არამედ, სავარაუდოდ (რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს), 30 პროცენტია საშინლად დაავადებული, ოცდახუთი მაინც. და ეს რაოდენობა ასეთი დაავადებისთვის იმდენად დიდია, რომ მართლა ძალიან მიკვირს, დღემდე კიდევ როგორ გვიდგას სული პირში და როგორ არსებობს საქართველო, როგორც სახელმწიფო.

კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას ის, რომ ნორმალურად მოაზროვნე ყველა ადამიანი, რომლებიც ასე თუ ისე ცდილობენ შექმნილი ვითარების გაჯანსაღებას, უაპელაციოდ ინათლებიან “მოღალატეებად” და “პუტინის აგენტებად”, ანუ, თუ დღევანდელ საქართველოში უპირობოდ არ გაჰყვირი, რომ ნატო მაგარია, ამერიკა _ ჩვენზე მზურნველი, ქართველებზე გადაგებული ქვეყანა, ხოლო თურქეთი _ ჩვენი ისტორიული მეგობარი, მაშინ “კრემლის აგენტი” და “მოსყიდული მოღალატე” ხარ. ჯანდაბას, ამასაც ავიტანდით, ბოლო პერიოდში აშკარად რომ არ ცდილობდნენ, გაჯანსაღების ნაცვლად, ქართველი საზოგადოების “გაჯანს-უ-ღებას”.

ცხონებულს თავად უყვარდა ასეთი “კაფიები” – “მუსულმანები _ რუსულმანები” და ა.შ., ამიტომ ვფიქრობთ, არც ჩვენგან უნდა იყოს ვინმესთვის საწყენი დღევანდელი ჩვენი სტატიის პათოსი.

პირდაპირ ვიტყვი: გაჯანსღებაშივგულისხმობ იმ გამაოგნებელტრენდს”, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობენ .. წითელი ინტელიგენციის შთამომავლები დღევანდელ საქართველოში. განვმარტავ: შვილები იმ ადამიანებისა, რომლებიც საბჭოთა პერიოდში გამორჩეულადგულაობდნენ”, ისხდნენ მაღალ თანამდებობებზე, იღებდნენ სხვებზე მეტ ხელფასსა თუ ჰონორარს, ჰქონდათ სხვადასხვა პრივილეგია და რეალურად ძალიან მდიდრულად ცხოვრობდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, დღეს კი აცხადებენ, რომ მათ მამებს კომუნისტები ჩაგრავდნენ და აწამებდნენ.

ამ ყოველივეს კი “გაჯანსუღება” იმიტომ დავარქვით, რომ ამ მიმართულებით ყველაზე მეტად აქტიურობს ცნობილი პოეტისა და, ასე ვთქვათ, ლიტერატურული სფეროს კომუნისტი ფუნქციონერის, ჯანსუღ ჩარკვიანის, შვილი _ თაკო ჩარკვიანი.

არ უნდა დავუკარგოთ მონდომება გურამ ფანჯიკიძის ოჯახის წევრებსაც, რადგან მაია ფანჯიკიძის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში, ამ მხრივ მისი დაიკო, თავდაცვის მინისტრის მეუღლე ნათია ფანჯიკიძე, აქტიურობდა და მის “ფეისბუქ-კედელზე” არაერთხელ გამოჩნდა პოსტი საბჭოთა პერიოდში დევნილი მათი ოჯახის, განსაკუთრებით კი, მათი მამის _ ჯანსუღ ჩარკვიანზე მეტი ფუნქციონერისა და მაღალჩინოსნის _ გურამ ფანჯიკიძის შესახებ.

თუმცა, კიდევ ერთხელ ვაღიარებ, კომუნისტი ფუნქციონერი მამის “კომუნისტებისგან დევნილ ტანჯულად” წარმოჩენის საქმეში თაკო ჩარკვიანმა ყველას მართლაც “გადაუჯოკრა”.

ამდენ ლაპარაკს, სჯობს, გამოვაქვეყნოთ ფაქტები, როგორ “ტანჯავდნენ”, “დევნიდნენ” და “აწამებდნენ” ამ ორ ცნობილ პერსონას კომუნისტები, ხოლო მათი კოლეგებისა და მეგობრების ტანჯვა-ვაებაზე წარმოდგენა თვითონ შეიქმენით, მკითხველო.

გურამ ფანჯიკისტანჯვით აღსავსელიტერატურული გზა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დაიწყო. ეს ადამიანი განათლებით მეტალურგი იყო და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (“გეპეი”) ჰქონდა დამთავრებული. ქარხანაში გურამ ფანჯიკიძე რედაქტორობდა გაზეთს სახელწოდებითლენინელი”. როგორც ჩანს, ეს საბჭოთა სისტემისთვის თვალის ასახვევად იყო, ანუ გაზეთსლენინელიდაარქვეს იმიტომ, რომ ეჭვი არავის აეღო, სინამდვილეში ამ გაზეთის რედაქტორობა იყო ანტისაბჭოთა მოღვაწეობა და წამება. მოგვიანებით, კომუნისტებმა შენიშნეს ნიჭიერი ტანჯული და კიდევ უფრო მეტად სატანჯველად, რესპუბლიკის მთავარი ლიტერატურული ჟურნალის _ “ცისკრის” მთავარ რედაქტორად გადაიყვანეს, რათა უარესად “დატანჯულიყო”. ესეც არ აკმარეს, გურამ ფანჯიკიძის დევნა-შევიწროება გაგრძელდა და ამის შედეგად იგი 1979 წელს რესპუბლიკის უმთავრესი გამომცემლობის _ “საბჭოთა საქართველოს” დირექტორი გახდა. ყურადღება მიაქციეთ _ აქაც, როგორც ჩანს, სიტყვა “საბჭოთა” ბოლშევიკური სპეცსამსახურების, ანუ “კა-გე-ბეს” თვალის ასახვევად იყო ჩაკვეხებული.

გურამ ფანჯიკიძის ასეთ დევნაშევიწროებას ახლდა ისეთისასტიკიდადამთრგუნველიქმედებები კომუნისტური მმართველობის მხრიდან, როგორიც არის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯით მისი ნაწარმოებების _ “მეშვიდე ცა”, “თვალი პატიოსანი”, “აქტიური მზის წელიწადი”, “სპირალი” _ წიგნებად გამოცემა. ამ ყოველივეს დაერთო უსასტიკესი ფაქტი _ იმ დამპალმა კომუნისტებმა გურამ ფანჯიკიძეს შოთა რუსთაველი სახელობის პრემია მიანიჭეს.

აი ასეთ სასტიკად ნაწამებ მამაზე როგორ არ იტყოდა, აბა, ნათია ფანჯიკიძე _ კომუნისტური რეჟიმი ჩვენს ოჯახს სდევნიდაო(?!), თუმცა, ისეთი მოკრძალებული აღმოჩნდა, რომ ერთხელაც არ უხსენებია მამამისის არაერთი გამტანჯველი ვიზიტი-მივლინება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებზე და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასეთი მორიდებულები არიან საბჭოთა პერიოდში უღვთოდ ნაწამები ადამიანების შთამომავლები.

ამ მხრივ კიდევ უფრო მორიდებულია თაკო ჩარკვიანი. ინგა გრიგოლიას თოქ-შოუში სტუმრობისას მან ძალიან მორიდებულად მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მამამისი ბოლშევიკებმა გატანჯეს და ჯანსუღ ჩარკვიანი სწორედ საბჭოეთთან და ოკუპანტებთან ბრძოლის იდეას შეეწირა.

“1969 წელს რომ დაწერა მამაჩემმა ის ცნობილიტყვია მიზანში მოსახვედრია”, იმის მერე გადააყოლეს ამას. ფაქტობრივად, გატანჯეს კაცი ამ ბრძოლის გამო. ის შეეწირა კიდევაც საბოლოოდ ოკუპანტებთან ბრძოლის იდეას!” _ აი, მხოლოდ ეს მოკრძალებული ფრაზა წარმოთქვა თაკო ჩარკვიანმა და თავმდაბლობის გამო არ ჩამოთვალა, კონკრეტულად რა სასტიკი მეთოდებით ტანჯავდნენ კომუნისტები ჯანსუღ ჩარკვიანს.

სამაგიეროდ, ამას ჩვენ ვიზამთ:

ჯანსუღ ჩარკვიანი კომუნისტებმა პირველად საბავშვო ჟურნალ “დილის” მთავარი რედაქტორის სავარძელში “ტანჯეს”. როდესაც ასე ვერაფერი დააკლეს და ვერ გატეხეს, კიდევ “უფრო სატანჯველად” ჟურნალ “ცისკრის” მთავარ რედაქტოირად გადაიყვანეს და, უსასტიკესი წამების მიუხედავად, აქაც რომ ვერაფერი დააკლეს, კიდევ უფრო “მოუმატეს წამებას”. შედეგად, ჯანსუღ ჩარკვიანი “სასტიკად საწამებლად” გადაიყვანეს საქართველოს მწერალთა კავშირის მთავარი ჟურნალის _ “დროშის” მთავარ რედაქტორის ელექტრო სკამზე. ვერც ამ სავარძელში მიყენებულმა მორალურმა და ფიზიკურმა ვაებამ “გატეხა” პოეტი. ამით გამწარებულმა კომუნისტებმა იგი მთელი ათი წელიწადი “ამარტვილეს” (1977-1987) მწერალთა კავშირის მდივნის სავარძელში.

ახლა კი იმ განსაკუთრებული სისასტიკის შესახებ, რომელიც კომუნისტებმა ჯანსუღ ჩარკვიანის მიმართ გამოიჩინეს: დაახლოებით 14 წლის შუალედში სახელმწიფო ხარჯით გამოუცეს 5 წიგნი: “რწმენის კედელი” (1970), “დიდი ნათელი” (1980), “ერთტომეული” (1981) “რჩეული პოემები” (1983) დამე და შენ” (1984) _ აი, ასე შეუბრალებლადგვემესდატანჯესპოეტი იმ დამპალმა კომუნისტებმა!

თუმცა ვერაფერი შეედრება იმ საშინელ ტანჯვას, რომელიც პოეტს მიადგა მაშინ, როდესაც მას კომუნისტებმა “განსაკუთრებით სასტიკი მეთოდებით” მიანიჭეს ჯერ გალაკტიონ ტაბიძის ხოლო შემდეგ შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ადამიანებს “განსაკუთრებით ტანჯავდა” წარმოუდგენლად მაღალი ჰონორარები, რომლებსაც თითოეულ წიგნში, თითოეულ სტრიქონში უხდიდნენ კომუნისტები. პრემიები იმდენად მაღალ თანხებს ასახავდა მათ საბანკო ანგარიშებზე, რომ ძნელი წარმოსადგენია, ამისთანა ტანჯვას ჩვეულებრივმა ადამიანმა გაუძლოს. აღარაფერს ვამბობ ლიტერატურული ელიტის უმაღლეს თანამდებობებზე _ მათ იმდენად მაღალი ხელფასი ეძლეოდათ, ჩვეულებრივი მოკვდავი ყოველთვიურად ასეთი ხელფასის აღების გამო შეიძლება იქვე მომკვდარიყო. სანატორიუმები და სხვადასხვა პრივილეგია, აბა, რაღა სახსენებელია?!

აი ასეთი ნატანჯი კაცის შვილი საუბრობდა იმ დღეს ტელეეთერში და “ღირსეულად” განაგრძობდა მამის დაწყებულ საქმეს _ ოკუპანტებთან თავგანწირულ ბრძოლას წივილ-კივილის მეთოდით.

ეტყობა, სწორედ ამიტომ იყო, რომ ინგა გრიგოლიაც, როგორც ოკუპანტებთან ღირსეული მებრძოლი და ქართველი ჟურნალისტის ჭეშმარიტი სახე, ოდნავაც არ შელაპარაკებია არაფერში, არც სიტყვა გუაწყვეტინებია და თაკო ჩარკვიანი თავიდან ბოლომდე გაჰკიოდა იმას, რაც სურდა. ეს მაშინ, როდესაც ინგა გრიგოლია წამდაუწუმ ახსენებდა მოკრძალებულად მოსაუბრე ჯონდი ბაღათურიას, რომ დრო ძალიან ძვირფასია ჟურნალისტისთვის, და გამუდმებით პირში ეჩრებოდა, როგორც ელიზბარ ჯაველიძეს, ასევე, დიმიტრი ლორთქიფანიძეს.

ქართულ ჟურნალისტიკაში უკვე ძალიან მოდურია, ყოველ წამს პირში ეცე იმ რესპონდენტს, რომლის აზრების გავრცელებასაც “პატრონები” გიკრძალავენ. არ ვამბობ, რომლის აზრებსაც არ ეთანხმება ჟურნალისტი-მეთქი. მეტი არაა ჩვენი მტერი, ინგა გრიგოლიასა და მისნაირებს რაიმეზე საკუთარი აზრი გააჩნდეთ. ისინი დააპროგრამეს, რომრუსული პროპაგანდა არ უნდა გაისმასდა მორჩა! მაგრამ, თუ მოწინააღმდეგე მხარეს არ მოიყვან, მაშინ “დებატები” როგორღა გამოვა? ამიტომაც მოჰყავს ხოლმე ინგა გრიგოლიას სტუდიაში “გაბედულად” საწინააღმდეგო აზრების მქონე რესპონდენტები და მერე ერთი წუთითაც არ ალაპარაკებს მათ. ყოველ 20 წამში გაიძახის: “მადლობთ”, “დრო”, “გასაგებია”…

ხოლო როდესაც საუბარს იწყებენ თაკო ჩარკვიანის მსგავსი “ბუმბერაზი მოაზროვნეეები”, ინგას შეუძლია 10 წუთს ჩუმად იჯდეს და მხოლოდ თავი აქნიოს.

მეორე დღეს ინგასა და მისი ოჯახის წევრების კომენტარებიც თაკო ჩარკვიანის “ფეისბუქზე” _ თაკო, გვიყვარხარ!”, “ბევრი თაკო უნდა ჰყავდეს საქართველოს და ასეთები _ მომხიბლავ შთაბეჭდილებას გვიტოვებს ქართულ “მიუკერძოებელ” ჟურნალისტიკაზე.

თუმცა ჟურნალისტს, რომელიც შვილის ქორწილში მთავრობის თითქმის ყველა წევრს დაპატიჟებს და განაცხადებს, _ მერე რა მოხდაო, ანუ ელემენტარული ჟურნალისტური პრინციპების შესახებაც არაფერი სმენია, რა უნდა ელაპარაკო?!

სხვათა შორის, ეს ადამიანები იმდენად ნაკლებად ატანენ ტვინს, რასაც ამბობენ, რომ არაერთხელ წამოსცდათ თავიანთი რეალური განზრახულობანი. მაგალითად, თაკო ჩარკვიანმა ამ კონკრეტულ გადაცემაშიც თქვა: “მოგიწოდებთ, რომ ტელევიზიებმა არ დაუთმოთ არც ერთი წუთით ეთერი იმ ადამიანებს, ვინც ნატოს მოწინააღმდეგეა!” _ აი დემოკრატიისათვის დიადი მებრძოლის, ჯანსუღ ჩარკვიანის, შთამომავლის ნამდვილი დემოკრატიული აზროვნება.

დიახ, ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვხატოთთავისუფალი აზრი”, მაგრამ, როგორც ჩანს, ამერიკულითავისუფალი სიტყვაარის იმის თავისუფლად თქმა, რაც ამერიკას აძლევს ხელს. ასეთი მედგარი დამცველები ჰყავსთავისუფალ სიტყვასსაქართველოში და შესაბამისად, საზოგადოების გაჯანსღების პროცესიც, ალბათ, წარმატებით დაგვირგვინდება.

ბაკურ სვანიძე

11 COMMENTS

  1. ცნობილმა სპიჩმეიკერმა ალფენიძემ ასეთი სიტყვებით მიმართა ჯანსუღ ჩარკვიანს გაზეთ “კომუნისტის” ფურცლებზე: “შენმა ლექსმა მე ვერ მავნო, შენ კი გავნო, გავნო, გავნო!”. ეს პერეფრაზა ზედ გამოჭრილია მის “პუბლიჩნაია” ქალიშვილზეც – თაკო ჩარკვიანზეც.

  2. შე კაი ადამიანო, ეს ადამიანები თავისი ეპოქის შვილები იყვნენ… ერთ დღეს ჯილდოვდებოდნენ, მეორე დღეს ეშაფოტზე აყავდათ; ერთ დღეს სახელმწიფოს მტრები იყვნენ, მეორე დღეს ამ სახელმწიფოსმიერვე წახალისებულნი.
    ასეთი არაერთგვაროვანი და ცნებებ არეულ-აღრეული ხანა თავისი ისტორიის მანძილზე საქართველოს ბევრი არ ჰქონია.
    აი, შენ კი, იმ პერიოდში როცა საბჭოთა იმპერიის ავი წარმომავლობა და ხასიათი ყველასთვის ნათელი გახდა, მის სამართალმემკვიდრე სახელმწიფოს, რუსეთს შენატრი… სახელმწიფოს, რომელშიც საბჭოთა “სული” კვლავ ცოცხლობს.
    ჩარკვიანის და ფანჯიკიძის კრიტიკა შეიძლება კაცმა აიტანოს და საკუთარი შეფასებაც მისცეს, მაგრამ როცა ამას შენ(ნაირი) აკეთებ(ს), ეს ცოტა უფრო მეტი, ვიდრე სასაცილოა.

  3. სირცხვილია! ნამდვილად არ აქვთ უფლება არც ერთს და არც მეორეს “კომუნისტურ რეჟიმზე” სალაპარაკო!, თვალებში ნაცარს გვაყრიან? არ ვიცით, არ ვხოვრობთ ან არ ვცხოვრობდით ამ ქალაქში. ვგიჟდები ასე უტიფრად ზიან და გიყურებენ თვალებში და ცრუობენ! ორივე პრივილეგილებული ოჯახის შვილია,( ჩემთვის დაუმსახურებლად), იმ” კომუნისტური რეჟიმის” დროს! გრცხვენოდეთ და ღმერთის გეშინოდეთ!P.S. ისე ნათიასგან გამიკვირდა, პატივს ვცემდი, ტყუილს ვერ წარმოვიდგენდი მისგან . სამწუხაროა, თორემ მეორე ქალბატონისგან არაფერი მიკვირს და საერთოდ ვინ არის, რას წარმოადგენს, ან ვის აინტერესებს მისი აზრები, რატომ იწვევთ ტვ-ში! დროა პატივი სცეთ მაყურებელს!

  4. ბატონო “ვ.შ.” თქვენ ალბათ “თ.ჩ.”-ს დავალებით პოსტავთ არა? 🙂 “რუსეთს შენატრი” – აი , ამ ფრაზით უკვე გასაგებია გონებრივი ჩამორჩენილობის რა საფეხურზე იმყოფებით შენ და “თ.ჩ” 🙂 ამიტომ თქვენანირებისთვის სერიოზული პასუხის გაცემის აზრს ვერ ვხდეავ. უბრალოდ კიდევ ერთ ფრაზას მივაქციე ყურადრება შენ რეგვნულ ნაჯღაბნში – “იმ პერიოდში როცა საბჭოთა იმპერიის ავი წარმომავლობა და ხასიათი ყველასთვის ნათელი გახდა” – ანუ, შენთვის და “თ.ჩ.”-სთვის, “საბჭოთა იმპერიის ავი წარმომავლობა” ნათელი მხოლოდ ახლა-ღა გახდა, ხო? მანამდე ძალიან “კეთილშობილი” და “ფაქიზი” გეგონათ საბჭოთა იმპერია არა? და იმიტომ უძვრებოდით უკან კომუნისტებსა და ბოლშევიკებს არა? 🙂 ახლა კი, გიკვირთ, როცა მათი ლანძღვა ასე მომგებიანი, რატომ არ ვლანძღავ მე მათ ასე “უპრაგონოდ” ხო? 🙂 წადი რა, “ვ.შ.” შენნაირ გინებაშეზღუდულებს “ეპაექრე”სადმე, ეგებ მცირედი შანსი მაინც მოგეცეს ცოტათი გაიხარო 🙂

  5. ფანჯიკიძე ჩარკ იანის ოჯახის წევრებს სინდისის ნატამალი არ გააჩნიათ.ფუი,,ბილწნი.

  6. კომუნისტურ ეპოქაში დავიბადე, გავიზარდე და თავს ვგრძნობდი ადამიანად. მუშის პროფესიიდან დავიწყე, მივიღე უმაღლესი განათლება დაუსწრებლად, რისშემდეგაც სპეციალისტად გადამიყვანეს. კი იყო ნაკლოვანებებიც მაგრამ ნიჭსა და შესაძლებლობებს არავინ გიკარგავდა. დღეს მე მენანებიან ჩემი და თქვენი შვილები- რას ხედავენ კარგს და საიმედოს თავის გარშემო. გაქვთ იმედი რომ როდისმე საქართველოში რამე გამოსწორდება?კომუნისტური ეპოქა ხომ უკეთესის მოლოდინით დაინგრა–მივიღეთ უკეთესი?კითხვას გისვავთ ყველას, თანამდებობების პირების გარდა

  7. ბრავო და ბრავისიმო ბაკურ სვანიძეს, ასე კარგად ჯერ არავის უთქვამს სათქნელი ამ ცნობილი მამების ყოვლად უმსგავს და ზნედაცემულ შვილებზე, რომლებიც მამის სახელს სვავებივით მიჯდომიან და ქვეტანას ამადლიან. სამარცხვინოების სიას გავაგრძელებ, გულბოზი, ნინია კაკაბაძე, ჭოხონელიძე, ბურჯანაძე….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here