Home ახალი ამბები საქართველო საპატიო დამნაშავე

საპატიო დამნაშავე

395
ადეიშვილი ( პირველ რიგში, მარჯვნიდან პირველი) ბუნდესტაგში. საქართველოს ხელისუფლება გერმანიისგან განმარტებას ელის.

სააკაშვილის რეჟიმის იუსტიციის მინისტრიქართული სასამართლოს მიერ გასამართლებული და დამნაშავედ აღიარებული ზურაბ ადეიშვილი გერმანიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სტუმრის სტატუსით გამოჯგიმული ნახეს. ამას საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.

„ქართულ ოცნებას” სურს, გერმანიისგან განმარტების მოსმენა, რატომ უმასპინძლეს საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს ბუნდესტაგში”, – აცხადებენ მმართველ პარტიაში. „ძალიან სამწუხაროა, როცა ადამიანი, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში შექმნა წამების სისტემა ციხეებში, ბიზნესის რეკეტის სისტემა და საქართველოში ძალადობის სიმბოლოა, არის გერმანიის პარლამენტში მიღებული სტუმარი. იმედი მაქვს, რომ ამაზე განმარტებები იქნება. იმედგამაცრუებელია, როდესაც კრიმინალებს ამა თუ იმ ევროპული დაწესებულების კორიდორებში იღებენ ხოლმე. ცოტა ხნის წინაც ვნახეთ, ზურაბ ადეიშვილი იმყოფებოდა სტრასბურგში თუ ბრიუსელში. ესეც ძალიან გულდასაწყვეტია. ზურაბ ადეიშვილი საქართველოში უკვე მსჯავრდადებულია ოთხ დანაშაულზე და სამ საქმეზე მიდის სასამართლო პროცესი. მათ შორის, იგი მსჯავრდადებეულია იმისთვის, რომ ოპოზიციონერი კობა დავითაშვილი ისე აცემინა, რომ სიკვდილამდე მიიყვანა”, – განუცხადა ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა. 

ეს იყო, ერთი მხრივ, ადეიშვილის პიროვნების დახასიათება, მეორე მხრივ კი – საქართველოს მიმართ ევროპელთა დამოკიდებულების შეფასება. ამას გარდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ილაპარაკა იმაზეც, რას უქადის ეს საქართველოსა და ევროპის ურთიერთობებს. გერმანიის პარლამენტში ადეიშვილის სტუმრობა აჩვენებს, რომ არ არის სერიოზული დამოკიდებულება ქართველი ხალხის და მისი პრობლემების მიმართ, რაც ხელს უწყობს ანტიევროპული განწყობების გაღვივებას. იმედია, განმარტებებს მოვისმენთ, რატომ ხდება ეს ყველაფერი“, – თქვა  პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამის შემდეგ რაც ისაუბრა, ეს იყო ევროპის მხილება არამხოლოდ მორალური, არამედ იურიდიული თვალსაზრისითაც. მზის შუქზე გამოდის, რომ თურმე აწყობილია მთელი სქემა, რომლითაც ქართველი პოლიტიკოსები უცხო ქვეყნებიდან ფინანსდებიანგანსაკუთრებით ახლა, საარჩევნო პროცესში ეს არ არის მეგობრული აქტი, ეს არის ჩარევა სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებსა და არჩევნებში. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური კორუფციაა, თან პოლიტიკური კორუფცია, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა უაღრესად სერიოზული დასკვნები გააკეთა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის შესახებ. ევროპის მიმართ ასეთი პირდაპირობით ნათქვამი საყვედურები და უკმაყოფილების გამომხატველი ინტონაციები ჯერ არ მოგვისმენია: ყველა ინსტიტუტმა, ყველა ქვეყანამ, რომლები  მოგვიწოდებენ, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ კონსენსუსით, ჯერ თავად მიიღონ კონსენსუსებით გადაწყვეტილება. ევროკავშირს ჰყავს 27 წევრი ქვეყანა, ჯერ თავისთან დაამკვიდრონ და კონსენსუსით მიიღონ გადაწყვეტილებები, ვნახოთ, რა განწყობაზე დადგებიან და საერთოდ მიიღებენ თუ არა გადაწყვეტილებას. მხოლოდ ამის შემდეგ მოგვიწოდონ ჩვენ. საქართველო არ არის ექსპერიმენტების ლაბორატორია. ორი წელი ვიყავით ასეთი ლაბორატორია, ქართველმა ხალხმა თავის კანზე იგრძნო, რომ ვართ ექსპერიმენტის ქვეშ. ვისაც უნდა, რომ ჩვენ ვიყოთ რაღაც საცდელი ცხოველის რანგში, ბოდიში მოგვითხოვია, ჯერ თავის ქვეყანაში დაამკვიდრონ ეს კონსენსუსები და შემდეგ ჩვენ გველაპარაკონ.

წინამორბედ სტატიაში დასავლეთთან საქართველოს დღევანდელი ურთიერთობის დასახასიათებლად გამოვიყენე სიტყვები: ამბოხიდაჯანყი“. ის, რაც ახლა პარლამენტის თავმჯდომარის პირიდან მოვისმინეთ, სხვა რა არის, თუ არა აჯანყება?!  ოცდაათი წლის წინათ  ვიცოდი და ვამბობდი კიდეც, რომ ეს დღე აუცილებლად დადგებოდა:  საქართველოს თუნდაც ყველაზე პროდასავლური ხელისუფლებაც კი ვერ აიტანდა დასავლეთის იმ ქედმაღლურ და ამპარტავნულ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, რომელიც არამხოლოდ ცინიკური და შეურაცხმყოფელია, არამედ ხაზგასმულად დამამცირებელი და თავსლაფის დამსხმელია. და აი, ოცდაათწლიანი „მეგობრული” ურთიერთობების შემდეგ ჩვენ ვხედავთ და გვესმის ერთ-ერთი ყველაზე პროდასავლური,ყველაზე თავშეკავებული და გაწონასწორებული პოლიტიკოსის, ბატონ შალვა პაპუაშვილის, სიტყვები, რომლებიც საპროტესტო ნოტის სტილში გაკეთდა და ამბოხის სულისკვეთებითაა გაჟღენთილი. სატანას მიყიდული და უკვე საბოლოოდ შეშლილი დასავლეთი სხვა გზას არავის უტოვებს. მისი დირექტივების შესრულება უკვე აშკარად შეუძლებელია, ვინაიდან ისინი გავიდნენ რაციონალურისა და გონივრულის ფარგლებიდან. ისინი ქართველი ხალხის ჯიბრზე პოლიტიკურდიპლომატიური პატივით იღებენ დამნაშავეს, რომელმაც მისი უღირსი საქციელით, არა რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას ან პიროვნებებს მიაყენა ტკივილი, არამედ მთელი ქართველი ხალხი შეურაცხყო. ევროპამ ამ ნაბიჯით „საპატიო დამნაშავის” პრეცედენტი შექმნა. ისინი გვეუბნებიან: ჩვენ არ გვაინტერესებს, თუ რას წარმოადგენს ადეიშვილი თქვენთვის, ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ იგი ჩვენიანია!

ზურაბ ადეიშვილს საქართველოში რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი და ასევე მისჯილი აქვს პატიმრობა, მათ შორის პატიმრების წამების საქმეზე. საქართველოს საგამოძიებო უწყებებმა ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ზურაბ ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებისთვის საჭირო დოკუმენტაცია ჯერ კიდევ 2013 წლის იანვრის დასაწყისში გაუგზავნეს, მაგრამ ინტერპოლის ვებგვერდზე ადეიშვილი წითელი ცირკულარით ძებნილი პირების რეესტრში მხოლოდ 2013 წლის ნოემბერში შეიყვანეს და 2015 წელს ისევ ამოიღეს, როგორც ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი.

ადეიშვილმა საქართველო „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა მიღებული ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში. ე.წ. მაიდნის მოვლენებისა და სახელმწიფო გადატრიალების განხორციელების შემდეგ ადეიშვილი უკრაინაში გამოჩნდა, სადაც სხვადასხვა თანამდებობაზე ინიშნებოდა. ზურაბ ადეიშვილს, რომელმაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, 2021 წელს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.

აი ეს კაცი, ეს ძებნილი დამნაშავე უკრაინაში იმყოფება, იმ უკრაინაში, რომლის ჭუჭყიანი დროშები ჯერ კიდევ ფრიალებს საქართველოში. ჩვენი ხელისუფლება უკრაინას დღემდე მეგობარ სახელმწიფოს უწოდებს, მაგრამ უკრაინის ლიდერებს, ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავე და ძებნილი ადეიშვილი გადმოგვცენ, იგი მაღალ სახელმწიფოებრივ თანამდებობებზე ჰყავთ, ევროპა კი ისე გვიფრიალებს მას ცხვირწინ, როგორც ხულოსები (კაპეადორებიუფრიალებენ წითელ ჭინჭს ხარს, რომელიც ბოლომდე უნდა გაახელონ და, აღგზნების პიკს მიღწეული, არანაკლებ აღგზნებულმა და გახელებულმა ტორეადორმა კიდევ უფრო აღგზნებული და გახელებული მაყურებლების სისხლიანი ჟინის დასაკმაყოფილებლად ყველას თვალწინ შუბით უნდა განგმიროს. საქართველოში კი დღემდე არიან პოლიტიკური თახსირები, რომლებიც ადეიშვილის ევროპული ვოიაჟის მოწყობისა და საპატიო ლოჟებში მისი წამოსკუპების გამართლებას ცდილობენ. აი, რას ამბობენ ამ ფაქტზე  ნაციონალები.

ხატია დეკანოიძე: „ადეიშვილი არის უკრაინაში, იქ მუშაობს და, სავარაუდოდ, წარმოადგენდა იმ ქვეყანას, რომელშიც მუშაობს, ამიტომ არ ვიცი, რატომ არის ასე მტკივნეული ეს თემა. ვფიქრობ, ამაში განსაკუთრებული არაფერია. ბევრი გამოწვევა გვაქვს, რასაც უნდა უპასუხოს „ქართულმა ოცნებამ” და არა წარსულის აჩრდილებზე ისაუბროს”.  ეს ქალბატონი არაფერს ამბობს იმაზე, რომ თვითონაც იმ ბინძური წარსულის აჩრდილია, რომელსაც დასავლეთი ასე თავხედურად და ასეთი მონდომებით გვტენის ცხვირში და არ გვანებებს, რომ ისტორიის სანაგვეზე მოვისროლოთ ისინი, ვინც ქართველი ხალხისგან ასეთი მოპყრობა დაიმსახურა.

დავით ხაჯიშვილი: „ზურაბ ადეიშვილი ბუნდესტაგში ან რომელიმე პარტნიორი ქვეყნის პარლამენტში მიწვეული თუ არის, ეს ნორმალური და გასაგებია. ის არის თავისი საქმის სპეციალისტი. ასეთი ნაბიჯი სულაც არ არის გასაკვირი რომელიმე ჩვენი პარტნიორი ქვეყნისგან”.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კი ამ ფაქტს უცნაურ შეფასებას აძლევს: „გერმანია ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, ერთ-ერთი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის და ერთიორად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ძებნილი, კრიმინალი ადეიშვილი, სააკაშვილის ინსტრუმენტი, რომელიც წამებაში, ბიზნესის რეკეტსა და მსგავს საკითხებში იყო ჩართული, გერმანიის ბუნდესტაგში აღმოჩნდა”.

ამ ნათქვამში უცნაური ის, რომ ფაქტი სწორად არის შეფასებული, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელი ამ ფაქტის ჩამდენი სახელმწიფოს მიმართ კვლავ რევერანსებით და ენის მოჩლექით საუბარი გვესმის. აი კლასიკური მაგალითი სათქმელის ვერთქმისა და გაუბედაობისა. სახელმწიფოზე, რომელიც შენ მიერ გასამართლებულ, დამნაშავედ აღიარებულ და ძებნაგამოცხადებულ მოქალაქეს, ნაცვლად იმისა, რომ დააკავოს და გადმოგცეს, პატივით იღებს და ფეხქვეშ წითელ ხალიჩას უფენს, არ უნდა თქვა, რომ მეგობარია. საკვირველია, რომ დასავლეთის მეგობრობის ამ ოცდაათწლიანი პოლიტიკური მირაჟისგან  დღემდე ვერ გავთავისუფლდით.

მიუხედავად იმ დაბნეულობისა, რომელსაც დასავლეთთან ურთიერთობაში „ქართული ოცნება” ავლენდა, მოსახდენი მაინც მოხდა – პროტესტის განცდამ იმ ნიშნულს მიაღწია, რომლიდანაც აჯანყება და ამბოხი იწყება. ამას, რა თქმა უნდა, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წინააღმდეგ დასავლეთის ახალი „სიურპრიზები” მოჰყვება. პირველ რიგში, ეს იქნება სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, რომელსაც დამნაშავე რეჟიმის რევანში და ხელისუფლებაში მისი მობრუნება უნდა მოჰყვეს. დასავლეთი ამაზეც წამსვლელია, ვინაიდან უკრაინის პროცესებისა და ორი მოძმე ხალხისთვის მათ მიერ თავსმოხვეულ ომში გარდაუვალი მარცხის განცდის გამო ისინი შეშლილობისა და არაადეკვატურობის ზენიტში იმყოფებიან. შეშლილის ქმედებათა და გადაწყვეტილებათა პროგნოზირება კი მხოლოდ იმ თვალსაზრისით შეიძლება, რომ ეს ქმედებები და გადაწყვეტილებები, ნებისმიერ შემთხვევაში, გონიერებისგან მოწყვეტილი და ზნეობისგან დაცლილი იქნება.

ვალერი კვარაცხელია                                                                                     

P. S. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთხელ კიდევ მოგვევლინა ამ ქვეყნის პრეზიდენტობის ოფიციალურ კანდიდატად, რაც ჯოჯოხეთის იმპერიაში ურთულესი პროცესების განვითარების წინაპირობას ქმნის. The New York Times-მა უკვე მოასწრო, რომ ამ ფაქტისთვის ამერიკული ტრაგედია ეწოდებინა.

ვ. კ.

                                                                                                          

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here