Home ახალი ამბები მსოფლიო სამხედრო კორესპონდენტმა რუსი სამხედროების სიკვდილით დასჯის მესამე ვიდეო გამოაქვეყნა

სამხედრო კორესპონდენტმა რუსი სამხედროების სიკვდილით დასჯის მესამე ვიდეო გამოაქვეყნა

94
სამხედრო კორესპონდენტმა რუსი სამხედროების სიკვდილით დასჯის მესამე ვიდეო გამოაქვეყნა

სამხედრო კორესპონდენტმა ვლადლენ ტატარსკიმ კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა რუსი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯაზე.

მისი თქმით, ახლა ყველამ, ვინც ფორმა ჩაიცვა, უნდა იცოდეს, ვისთან აქვს საქმე. ტატარსკი თვლის, რომ რუსი სამხედროები ებრძვიან „სისხლით გაგიჟებულ მანიაკებს“. სამხედრო კორესპონდენტმა აღნიშნა, რომ რუსოფობია უკრაინაში ეროვნული პოლიტიკის რანგშია აყვანილი.

„ვიდეოზე აღბეჭდილი ჩვენი მოკლული ჯარისკაცების ახლობლებს სურთ მკვლელების ვინაობის გარკვევა. მაკეევკაში მომხდარმა ბოლო ინციდენტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, მკვლელების ვინაობა სწრაფად დადგინდა. ხალხი იმედოვნებს, რომ ამ შემთხვევაშიც ეს შესაძლებელი იქნება“, – წერს იგი თავის ტელეგრამ-არხზე.

ტატარსკიმ დასძინა, რომ დახვრეტილი ჯარისკაცები მე-15 მოტომსროლელ ბრიგადაში მსახურობდნენ. მათი ჯავშანტრანსპორტიორი კიევის რეგიონში, დასახლება ნოვაია ბასანის მიდამოში ააფეთქეს.

„ისინი სადღაც ამ რაიონში დახვრიტეს, რამდენიმე დღის შემდეგ“, – დაასკვნა მან.

მანამდე «Mash на Донбассе»-მ რუსი სამხედრო ტყვეების დახოცვის მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა. გადაღების დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here