Home ახალი ამბები საქართველო სალომე ზურაბიშვილი: ამ საქმეში ყველანი ერთად ვართ და ეს ვერ გავაგებინე ვერავის

სალომე ზურაბიშვილი: ამ საქმეში ყველანი ერთად ვართ და ეს ვერ გავაგებინე ვერავის

65

მმართველი გუნდის ბრალია, რომ არ იმუშავეს იქ, სადაც იცოდნენ, რომ ოპოზიცია ჩადიოდა და ამ თემით აპელირებდა. არ უმუშავიათ, არ ჩაუტანიათ ფაქტები, რომ არ არსებობს ფაქტები ივანიშვილის წინააღმდეგ, რომ არ არის სწორი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

„ამ საქმეში ყველანი ერთად ვართ და ეს ვერ გავაგებინე ვერავის. არც ოპოზიციას ესმის და ჰქონია, რომ როცა იქ ჩადის და ამ ქვეყნის რეპუტაციას ლახავს ეს რამენაირად ვიღაცისთვის მომგებიანია. მათი განცხადებები ჩვენ ყველამ მოვისმინეთ და ვიცით რაზე ვსაუბრობ, დამაზიანებელია ქვეყნის რეპუტაციისთვის. მმართველი გუნდიდან არ მესაუბრებიან, თუ იმიტომ არ მესაუბრებიან, რომ გავაკრიტიკე, მაშინ ალბათ, არასოდეს დამელაპარაკებიან იმიტომ, რომ არ არსებობს დემოკრატია, სადაც არ არის კრიტიკა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here