Home ახალი ამბები მსოფლიო “საერთაშორისო თანამეგობრობა” არაეფექტიანი ფანტაზიაა

“საერთაშორისო თანამეგობრობა” არაეფექტიანი ფანტაზიაა

რატომ უნდა დაეხმაროს სამხრეთი დასავლეთს _ დაპირებისთვის?

45

უკრაინაში რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ჩინეთის საშუალო თვიურმა სავაჭრო ბრუნვამ რუსეთთან თითქმის ორი მესამედით მოიმატა, თურქეთის _ თითქმის გაორმაგდა, ინდოეთის _ გასამმაგდა, ხოლო რუსული ექსპორტი ბრაზილიაში გაორმაგდა, _ იუწყება ტელეგრამარხი  METAMETPИКАZ.

The Nation-ის მიხედვით, ეს მხოლოდ რამდენიმე მაჩვენებელია იმისა, რომ „საერთაშორისო თანამეგობრობა“, რომლის ხსენებაც ასე მოსწონს დასავლეთს, არ არსებობს. ამაში დიდწილად თვითონ დასავლეთის ქვეყნები არიან დამნაშავენი. მაგალითად, მარტის დასაწყისში, როდესაც 20-მა ქვეყანამ, მათ შორის ევროკავშირიდან, წერილობით მიმართა პაკისტანის იმჟამინდელ პრემიერმინისტრ იმრან ხანს და, პრაქტიკულად, შეევედრა, მხარი დაეჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის, რომელიც გმობდა რუსეთის ქმედებებს, მან უპასუხა: გგონიათ, რომ ჩვენ თქვენი მონები ვართ, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რასაც ეტყვით?” შემდეგ ის დაინტერესდა, გაუგზავნეს თუ არა ასეთივე წერილი ინდოეთს.

სხვა ქვეყნების ლიდერებმაც აჩვენეს, რომ არ სურთ დასავლეთის მორჩილება. მაგალითად, ბრაზილიაში  განაცხადეს, რომ რუსეთის დაგმობა ვაშინგტონის დიქტატის დამორჩილების ტოლფასი იქნებოდა, კონფლიქტზე პასუხისმგებლობა კი, აგრეთვე, ეკისრებათ პრეზიდენტებს _ ბაიდენსა და ზელენსკის. სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ სირილ რამაფოსას თქმით კი, სსრკის დაშლის შემდეგ ნატო მუდმივად ცდილობდა რუსეთის პროვოცირებას. ბევრმა სხვა ქვეყანამ გაითვალისწინა საკუთარი ინტერესები და ამჯობინა, არ ჩარეულიყო რუსეთსა და დასავლეთს შორის კონფლიქტში. მათი აზრით, ზემოქმედების ბერკეტების არარსებობის გათვალისწინებით პუტინის გადარწმუნების შანსი ნულის ტოლი იყო და რატომ უნდა დაეტეხათ თავს მისი რისხვა?

დასავლეთი ცდილობს, „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნები თავის მხარეზე გადაიყვანოს, მაგრამ ვერ ახერხებს _ წარუმატებლობას წარუმატებლობაზე განიცდის. დავიწყოთ იმით, რომ წელიწადში 100 მლრდ დოლარი, რომელსაც 2009 წელს მდიდარი ქვეყნები დაჰპირდნენ ღარიბებს ნახშირწყალბადების მოხმარებისგან  თავის დაღწევაში, სრულად არასოდეს გადაუხდიათ, ბოლო ტრანშები კი გამოყვეს სესხის და არა გრანტების სახით. რატომ უნდა დაეხმაროს სამხრეთი დასავლეთს _ დაპირებისთვის? 

ლუკა მაისურაძე      

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here