Home სხვადასხვა დაიჯესტი სპეცსამსახურების საეკლესიო თამაშები: “პატრიარქი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან”

სპეცსამსახურების საეკლესიო თამაშები: “პატრიარქი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან”

1310
ჰარი ტრუმენი და ათინაგორი

მოიცილეთ პატრიარქი!”

სტამბოლის აეროპორტის თავზე სამხედრო თვითმფრინავის ხმა აგრიალდება. ქალაქის პრეფექტი, კონსულები და პოლიციელების მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობა აშშის პრეზიდენტებისთვის განკუთვნილ სამხედრო ბორტს ხვდება, მაგრამ სამართალდამცველთა გასაკვირად ტრაპზე ფეხს დადგამს არა აშშის პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი, არამედ შავანაფორიანი დაბალდაბალი, ჩაფსკვნილი კაცი მონაცრისფრო ხშირი წვერით. კინოფილმის კადრია. და თითქოს ეფექტის გასაძლიერებლად, მის კვალზე თვითმფრინავიდან გამოდის კინოკომპანია 20Th Centuryის ხელმძღვანელი სპიროს სკურასი.

“კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება თურქეთში, ბატონო სპიროს! ამიერიდან თქვენ ჩვენი მოქალაქე ბრძანდებით”, _ პრეფექტი თეატრალური ჟესტით მიაწვდის დოკუმენტს ანაფორიან კაცს.

მეორე დღესვე, ანუ 1949 წლის 27 იანვარს, პატრიარქის რეზიდენციის მერი სტამბოლის ფანარის რაიონში, მოწიწებით წარმოთქვამს: “გილოცავთ, თქვენო უნეტარესობავ! დიდი ბედნიერებაა სტამბოლისთვის ასეთი პატრიარქის ყოლა!”

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს 1948 წლის 11 აგვისტოს საიდუმლო მოხსენებიდან: “საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მსოფლიო პატრიარქის თანამდებობაზე ხანდაზმულ მაქსიმეს შესაცვლელად განხორციელებული ქმედება, ბოლოს და ბოლოს, წარმატებით დასრულდა. წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში წმინდა სინოდის წევრი მიტროპოლიტები ცდილობდნენ მის მოცილებას საპატრიარქოდან, რომელიც მსოფლიოს მართლმადიდებელი ბერძნების წარმომადგენლობაა… ახლა კი პატრიარქი ელოდება გადაწყვეტილებას თავისი ადგილსამყოფელის შესახებ”.

ორი თვის შემდეგ პატრიარქი მაქსიმე ოფიციალურად გადადგება ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზით.

მარშალის გეგმის მიხედვით

კათედრის პრეზიდენტთა კანდიდატებს შორის აშკარა ფავორიტები იყვნენ ათენის არქიეპისკოპოსი ქრისანფი და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ეგზარქოსი ათინაგორი. ორივე მტკიცე ანტიკომუნისტი იყო და, შესაბამისად, ხელს აძლევდა საბერძნეთისა და თურქეთის მთავრობებს, რომლებიც ამერიკელების ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარის _ გიორგი კარპოვის მოხსენებითი ბარათის ამონარიდი საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს _ კლიმენტ ვოროშილოვს: “1946 წლიდან მოყოლებული ამერიკელები საბერძნეთის მთავრობის ხელშეწყობით ემზადებიან კონსტანტინოპოლში მსოფლიო პატრიარქის ტახტზე თავიანთი, საბჭოთა კავშირისადმი მტრულად განწყობილი კაცის დასასმელად. მსოფლიო პატრიარქი მაქსიმე V კი თავის დროზე რუსეთის ეკლესიასთან დაახლოების მომხრე იყო. მის ადგილზე გამიზნული ჰყავთ ნიუ-იორკის არქიეპისკოპოსი ათინაგორი, ეროვნებით ბერძენი, ამერიკის ქვეშევრდომი”.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს 2013 წელს განსაიდუმლოებულ მოხსენებით ბარათებშიც ათინაგორი თეთრი სახლისთვის ყველაზე მისაღებ კანდიდატად არის მოხსენიებული. მას იქ კარგად იცნობდნენ გავლენიან კინომაგნატ სპიროს სკურასთან მეგობრობის წყალობით, რომელიც ბერძნულ დიასპორას ედგა სათავეში. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სწორედ სკურასი პროტექტორობდა ამერიკული ისტებლიშმენტის წინაშე ათინაგორის კანდიდატურას.

1949 წლის 27 იანვარს მისი ინტრონიზაციის შემდეგ პირველსავე ქადაგებაში ათინაგორმა სხვადასხვა კონფესიის ქრისტიანებს, ასევე _ მუსლიმებს, მოუწოდა გაერთიანებულიყვნენ “კომუნისტური საშიშროების წინააღმდეგ საბრძოლველად. თურქეთის მთავრობას, როგორც შემდეგ აღნიშნა სადაზვერვო სამსახურმა, “მოეწონა ასეთი განწყობილება”, მოეწონათ ამერიკელებსაც. ათინაგორი ვატიკანთან მართლმადიდებლების დაახლოების მომხრე იყო. ამასთანავე, აღიარებდა მართლმადიდებლების ვატიკანის ქვეშევრდომობას.

ღვთისმსახურმა ალექსანდრე კარლუცოსმა, რომელსაც მასმედია “კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არაოფიციალურ საგარეო საქმეთა მინისტრად” მოიხსენიებს, 2018 წლის 30 ოქტომბერს განაცხადა: “ჩვენი პოლიტიკური კავშირი დაიწყო მას შემდეგ, რაც არქიეპისკოპოსი ათინაგორი მოიწვიეს წმინდა ანდრიას ტახტის დასაკავებლად ტრუმენის დოქტრინისა და მარშალის გეგმის ჩარჩოებში, რათა დაეცვა ქრისტიანობის წმინდა ტახტი რკინის ფარდისგან და მისი სტალინური საბჭოთა კავშირის ხელში ჩაგდებისგან”.

ანტონ სკრიპუნოვი

1 COMMENT

  1. ავტორს ვთხოვოთ ერთხელ კიდევ გადიკითხოს თავისი ნაშრომი და თარიღებს დაუკვირდეს,რამდენად შეესაბამება ტექსტის შინაარს თარიღები 2013 წელი და2018ტი მე ვერ გავიგე //ბოდიშს გიხდით თუ ვცდები.//

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here