Home ახალი ამბები სომხეთში მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია ჩაიშალა

სომხეთში მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია ჩაიშალა

2316

ერევანში,საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია ჩაიშალა.

 

ეგიშ ჩარენცის სახელობის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელობამ შეთანხმება დაარღვია და წიგნის სომხური თარგმანის პრეზენტაციაზე უარი განაცხადა.

როგორც სომხურ მედიას წიგნის „ძალთა გაღვიძების“ სომხურ ენაზე თარგმნის ინიციატორმა მიკაელ ნააპეტიანმა განუცხადა, „25 იანვარს შედგა შეთანხმება სახლ-მუზეუმის დირექტორთან, თუმცა უკვე 26 იანვარს რაღაც ტექნიკური საკითხები მოიმიზეზეს და აღნიშნეს, რომ პრეზენტაციის გამართვას ვერ შევძლებთ“.

მოგვიანებით კი, ორგანიზატორებმა ღონისძიების გამართვის თარიღად 7 თებერვალი დაასახელეს, თუმცა ადგილი არ დაუკონკრეტებიათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here