Home ახალი ამბები სააკაშვილი საცხოვრებელ ბინაში ტელესტუდიის მოწყობას გეგმავს

სააკაშვილი საცხოვრებელ ბინაში ტელესტუდიის მოწყობას გეგმავს

1165

ახალი ძალების მოძრაობისლიდერი მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობის პერიოდში, ნაქირავებ ბინაში, სადაც ამჟამად ცხოვრობს, ტელესტუდიის მოწყობას აპირებს.

ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია NewsOne-ის ეთერში განაცხადა.

 სააკაშვილმა 4 თებერვალს კიევის ცენტრში აქციის გამართვაც დაანონსა.

„4 თებერვალს კიევში 12:00 საათისთვის შევიკრიბებით. სავარაუდოდ, ტრადიციულად, შევჩენკოს პარკიდან დავიძვრებით და მაიდანზე დიდი შეკრება იქნება”, – განაცხადა სააკაშვილმა.

პარასკევს, კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, ღამის საათებში, 22:00-დან 07:00 საათამდე, შინაპატიმრობა მიუსაჯა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here