Home ახალი ამბები მსოფლიო “რუსეთმა ყველაფერი გააკეთა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების დასაცავად”

“რუსეთმა ყველაფერი გააკეთა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების დასაცავად”

75

გაერომ დადებითად შეაფასა რუსეთის ქმედება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების დასაცავად და აღნიშნა, რომ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) ინსპექტორების დასაცავად, რომლებიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ვითარების შესაწავლად შევიდნენ. ამის შესახებ უკრაინელი დივერსანტების მიერ ზაპოროჟიეს აესსის ხელში ჩაგდების ახალი მცდელობის კომენტირებისას  განაცხადა საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა, _ იუწყება eadaily.com.

“მოხარული ვართ, რომ რუსეთის ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა ჩვენი ინსპექტორების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, _ განაცხადა დიუჟარიკმა ბრიფინგზე, როცა პასუხობდა ჟურნალისტების შეკითხვებს რუსეთის მიერ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის ახლოს უკრაინელი მებრძოლების დესანტის გადასხმის თავიდან აცილების შესახებ.

1 სექტემბერს აესს-ის მისია მისი მეთაურის, რაფაელ გროსის, ხელმძღვანელობით ზაპოროჟიეს აეს-ში შევიდა. “როსატომის” ხელმძღვანელმა და ზაპოროჟიეს აეს-ის თანამშრომლებმა აესს-ის დელეგაციას აჩვენეს სადგურის ყველა უბანი, რომლებიც უკრაინელთა დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

უფრო ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ უკრაინელებმა ზაპოროჟიეს აეს-ის ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კმ-ში დივერსიული ჯგუფი გადასხეს სადგურის ხელში ჩასაგდებად. ზაპოროჟიეს სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის წევრ ვლადიმერ როგოვის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა  დივერსანტების უმრავლესობა გაანადგურეს.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://eadaily.com/ru/news/2022/09/01/oon-polozhitelno-ocenila-deystviya-rossii-po-zashchite-inspektorov-magate

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here