Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა საქართველოს საზღვართან შექმნილი საცობები ზაფხულში მანქანების დიდი ნაკადით...

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა საქართველოს საზღვართან შექმნილი საცობები ზაფხულში მანქანების დიდი ნაკადით ახსნა

75

რუსეთსაქართველოს საზღვარზე, ლარსის საკონტროლოგამშვებ პუნქტზე, ზაფხულის პერიოდში მანქანების დიდი ნაკადი და გზების დაბალი გამტარუნარიანობა საცობებს წარმოქმნის, _ წერს ინტერნეტგამოცემარბკ”. ეს ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის სამმართველომ და მიუთითა, რომ გამშვები პუნქტის ყველა ხაზი დიდი დატვირთვით მუშაობს.

ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟოს სამმართველოს მონაცემებით, 5 ივლისს, დილით რუსეთიდან საქართველოში წასვლის მსურველთა რიგში 950 მანქანა იდგა, სულ კი დღე-ღამის განმავლობაში მებაჟეებმა 1363 ავტომობილი გაატარეს. ივნისის ბოლოს თერგის ადიდების გამო საქართველოს სამხედრო გზაზე მოძრაობა შეჩერდა. საქართველომ ჩაკეტა ერთადერთი სახმელეთო გამშვები პუნქტი რუსეთის საზღვარზე. მეორე დღეს საკონტროლო-გამშვებმა პუნქტმა მუშაობა განაახლა.

2020 წლის მარტში რუსეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო საზღვარი პანდემიის გამო დაიკეტა. 2021 წელს საქართველომ მოხსნა შეზღუდვა რუსეთის საზღვრის გადაკვეთაზე. რუსეთმა იგივე გააკეთა 2022 წლის მაისშიც.

ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლიდან შეწყდა, მაგრამ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინის განცხადებით, მოსკოვს განზრახული აქვს, იმუშაოს საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here