Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის საშუალო სკოლებში სულიერ-ზნეობრივი კულტურის საფუძვლებს შეასწავლიან

რუსეთის საშუალო სკოლებში სულიერ-ზნეობრივი კულტურის საფუძვლებს შეასწავლიან

83

რუსეთის განათლების სამინისტროს პრესსამსახურმა 2 სექტემბერს განაცხადა, რომ 2023 წლიდან ქვეყნის სკოლებში სასწავლო საგნებს დაემატება კიდევ ერთი _ რუსეთის ხალხების სულიერზნეობრივი კულტურის საფუძვლები. _  წერს ridus.ru.

ახალი საგანი უკვე არსებული რელიგიური კულტურისა და საერო ეთიკის კურსის აზრობრივი გაგრძელება იქნება. მაგრამ, თუ სულიერი კულტურისა და საერო ეთიკის საფუძვლებს მეოთხეკლასელები სწავლობენ, სულიერ-ზნეობრივი კულტურის საფუძვლების კურსი განკუთვნილია V-IX კლასების მოსწავლეებისთვის.

განათლების სამინისტროს აზრით, საგანი მიმართული იქნება მოსწავლეების პიროვნული განვითარებისკენ. ამას გარდა, 2022-23 სასწავლო წელს რუსეთის ფედერაციის 10 სუბიექტის სკოლებში შემოღებულია აღმზრდელობით დარგში დირექტორების თანაშემწის თანამდებობა. ადამიანები, რომლებიც ამ თანამდებობაზე იმუშავებენ, დაეხმარებიან ბავშვებს მათი ინიციატივების განვითარებაში.

მიმდინარე წლიდან რუსეთის სკოლებში ყოველი სასწავლო კვირა დაიწყება ჰიმნის შესრულებითა და დროშის აღმართვით.

ლუკა მაისურაძე

https://www.ridus.ru/news/388502

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here