Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ გამორიცხა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ გამორიცხა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა

ამისათვის საჭიროა აუცილებელი წინაპირობების ფორმირება, განაცხადა დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა

50
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ გამორიცხა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა

რუსეთმა შესაძლოა გადაწყვიტოს საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების განახლება და მისი მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია, თუ საამისოდ აუცილებელი წინაპირობები შეიქმნება. ამის შესახებ TASS-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა განაცხადა.

„რაც შეეხება პირდაპირი ფრენების აღდგენის და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივებს, თუ ამისათვის აუცილებელი წინაპირობები შეიქმნება – თბილისში პირობები კარგად იციან – ჩვენ არ გამოვრიცხავთ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა დიპლომატმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ორნიშნა ნიშნულამდეა გაზრდილი „ძირითადად, რუსეთიდან შემავალი ტურისტული ნაკადის, ფულადი გზავნილებისა და ვაჭრობის შთამბეჭდავი შემოსავლების წყალობით“.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან დროებით ეკრძალებათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება. ამავე დღიდან ძალაში შევიდა რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიაკომპანიების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ. რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც იმავე წლის 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსული ავიაკომპანიების მიმართ აკრძალვა, განახორციელონ ავიაგადაზიდვები, დროებითია, და მისი გაუქმების მთავარი პირობაა საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაცია, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიმართ უსაფრთხოების რისკების გაქრობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here