Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის მთავრობამ არამეგობრული სახელმწიფოების სია გააფართოვა

რუსეთის მთავრობამ არამეგობრული სახელმწიფოების სია გააფართოვა

110

რუსეთის მთავრობამ რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების სია გააფართოვა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სიას დაემატა საბერძნეთი, დანია, სლოვენია, ხორვატია და სლოვაკეთი.

„მთავრობის მიერ დამტკიცებული სია არ არის საბოლოო და უცხო სახელმწიფოების მტრული ქმედებების გათვალისწინებით, რომელიც მიმართულია საზღვარგარეთ რუსეთის მისიების წინააღმდეგ, შესაძლოა გაფართოვდეს“, – ნათქვამია რუსეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის განცხადებაში.

ამასთან, დოკუმენტში მითითებულია, რა რაოდენობის თანამშრომლების აყვანა შეუძლია თითოეული ამ სახელმწიფოს საელჩოებსა და საკონსულოებს რუსეთში.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here