Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთი ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში „რეფერენდუმის“ ჩატარებას სექტემბერში გეგმავს

რუსეთი ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში „რეფერენდუმის“ ჩატარებას სექტემბერში გეგმავს

64

„ზაპოროჟიეს ოლქის სტატუსის შესახებ რეფერენდუმი შესაძლოა, სექტემბრის პირველ ნახევარში ჩატარდეს“, – ამის შესახებ ოლქის ე.წ. ადმინისტრაციის მთავარი საბჭოს წევრმა ვლადიმერ როგოვმა განაცხადა. 

მისივე თქმით, დიდია ალბათობა იმისა, რომ „რეფერენდუმი“ ზაპოროჟიესა და ხერსონში ერთდროულად ჩატარდეს. 

„ყველაფერი მიდის იქამდე, რომ რეფერენდუმი სექტემბრის პირველ ნახევარში იქნება, ზუსტ თარიღს ჯერ არ დავასახელებ. მიმდინარეობს საარჩევნო კომისიების ფორმირება. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთმა ადამიანმა რეგიონი დატოვა, შექმნილი საარჩევნო კომისიების მთავარი სამუშაო ამომრჩეველთა სიების დაზუსტება იქნება.

გარდა ამისა, დიდი ალბათობაა, რომ რეფერენდუმი ერთდროულად ჩატარდეს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, რადგან ფრონტის ხაზზე მიღწეული წარმატების წყალობით, უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება“, – განაცხადა როგოვმა. 

https://pia.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here