Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთი ინიციატივით გამოვიდა 17 იანვარს, უკრაინასთან დაკავშირებით, გაიმართოს უშიშროების საბჭოს სხდომა

რუსეთი ინიციატივით გამოვიდა 17 იანვარს, უკრაინასთან დაკავშირებით, გაიმართოს უშიშროების საბჭოს სხდომა

მოსკოვი, 20 იანვარს, ასევე მოიწვევს უშიშროების საბჭოს არაფორმალურ სხდომას „არიას ფორმულით“ დეკემბერში დონბასის დაბომბვასთან დაკავშირებით

83
რუსეთი ინიციატივით გამოვიდა 17 იანვარს, უკრაინასთან დაკავშირებით, გაიმართოს უშიშროების საბჭოს სხდომა

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობა ინიციატივით გამოდის 17 იანვარს გაიმართოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით.

“მე არ ვისაუბრებ იმაზე, თუ რა მოხდება უშიშროების საბჭოში 17 იანვარს (მოსკოვის დროით 23:00 საათზე) – დაე, მანამდე ჩვენი ოპონენტები საგონებელში იყვნენ (თუმცა ჩვენ მათ უკვე ვასწავლეთ, რომ ჩვენ ვცდილობთ ვუპასუხოთ მათ “ანტირუსულ” თათბირებს მათთვის უხერხული თემებით), – განაცხადა დიმიტრი პოლიანსკიმ, გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ საკუთარ Telegram-არხზე.

გარდა ამისა, რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია 20 იანვარს იწვევს გაეროს უშიშროების საბჭოს არაფორმალურ სხდომას “არიას ფორმულის” მიხედვით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დონბასის დეკემბრის დაბომბვის თემასთან დაკავშირებით. სიტყვით გამოვლენ საინტერესო მომხსენებლები, წარმოდგენილი იქნება საინტერესო ფაქტები – მოგეხსენებათ, ასეთ შეხვედრებზე, უშიშროების საბჭოს ოფიციალური შეხვედრებისგან განსხვავებით, ჩვენ საშუალება გვაქვს ვაჩვენოთ ვიდეო და ფოტო მასალა“, – აღნიშნა მან.

თავის მხრივ, აღნიშნა პოლიანსკიმ, იაპონიის თავჯდომარეობით 12 იანვარს გაიმართება ღია დებატები კანონის უზენაესობის შესახებ, რომელიც, „გავრცელებული კონცეპტუალური ნოტის მიხედვით, დიდწილად „მორგებული“ იქნება უკრაინის ვითარებაზე“. გარდა ამისა, 13 იანვარს დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით იწვევენ შეხვედრას, რომლის ზუსტი თემა მათ ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული. „მათი ქმედებების ძირითადი მიზეზი ნათელია – თვეში ერთხელ, ნებისმიერი მიზეზით თუ უმიზეზოდ, უშიშროების საბჭოზე გაიტანონ უკრაინის საკითხი ანტირუსული შეფერილობით“, – დასძინა რუსმა დიპლომატმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here