Home ახალი ამბები მსოფლიო “რუსეთი იაპონიას არც ბუნებრივ აირს მიაწვდის და არც ნავთობს”

“რუსეთი იაპონიას არც ბუნებრივ აირს მიაწვდის და არც ნავთობს”

288

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა რუსულ ნავთობზე ფასისდაჭერისშესახებ იაპონიის მთავრობის მეთაურ ფუმიო კისიდას ნათქვამის კომენტირებისას განაცხადა, რომ იაპონია რუსეთიდან ვერ მიიღებს ენერგომატარებლებს და შეუძლია დაივიწყოსსახალინ-2”-ში მონაწილეობა.

მანამდე კისიდამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვაზე მიღებულია. კრემლის განცხადებით, კისიდას ნათქვამი არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ქვეყნებიც უჭერენ მხარს ამ გადაწყვეტილებას.

“ეს ნიშნავს, რომ ნავთობი ბაზარზე ნაკლები იქნება, მისი ფასი კი _ გაცილებით მაღალი, თანაც, ნაწინასწარმეტყველებ 300-400 დოლარზე მაღალი. იაპონიას კი რუსეთიდან არც ბუნებრივი აირი ექნება და არც ნავთობი, ისევე როგორც არ ექნება მონაწილეობის უფლება პროექტ “სახალი-2”-ში”, _ დაწერა ტელეგრამ-არხში მედვედევმა.

G7-ის ლიდერებმა 26-28 ივნისს გამართულ სამიტზე მოილაპარაკეს, რომ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შესამცირებლად დააწესონ შეზღუდვა რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე. ამასთანავე, ცნობილი შეიქნა, რომ გერმანიამ და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა შეშფოთება გამოხატეს “რუსეთის ნავთობზე ლიმიტის დაწესების” გამო. ბერლინში განაცხადეს, რომ ეს წინადადება კომუნიკეში ვაშინგტონის წნეხის შედეგად შეიტანეს, მაგრამ ის  “რეალურ” ჭრილში უნდა განიხილონ.

აღსანიშნავია, რომ გერმანიას უნგრეთმა   დაუჭირა მხარი.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here