Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთი ახალი ხომალდსაწინააღმდეგო ჰიპერბგერითი რაკეტებით შეიარაღდება

რუსეთი ახალი ხომალდსაწინააღმდეგო ჰიპერბგერითი რაკეტებით შეიარაღდება

59

დასავლეთის მხრიდან რეალური საფრთხის შექმნის ფონზე ცნობილი შეიქნა, რომ რუსეთში მიმდინარეობს უახლესი ხომალდსაწინააღმდეგო ჰიპერბგერითი რაკეტის დამზადება, რომელსაც გამოიყენებენ სანაპირო სარაკეტო კომპლექსები, თუმცა ამ რაკეტებს ექნებათ მოქმედების დიდი რადიუსი _ დაახლოებით 4 ათასი კმ, _ წერს avia.pro.

“ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა “ზმეევიკის” დამზადების პროცესი, კარგა ხანია, მიმდინარეობს. მისი დანიშნულება იქნება წყალის ზედაპირზე მცურავი დიდი ობიექტების განადგურება, უწინარესად _ ავიამზიდების”.

ამჟამად რომელ სტადიაზეა ახალი რუსული ჰიპერბგერითი რაკეტის დამზადება, უცნობია, თუმცა, სპეციალისტთა აზრით, დამზადების პროცესის დაჩქარება აუცილებელი არ არის, რადგან დღეს რუსეთის არმიას საკმარისი ხომალდსაწინააღმდეგო თანამედროვე სარაკეტო კომპლექსი აქვს.

ლუკა მაისურაძე

https://avia.pro/news/rossiya-razrabatyvaet-novuyu-protivokorabelnuyu-giperzvukovuyu-raketu-s-ogromnoy-dalnostyu

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here