Home ახალი ამბები მსოფლიო რუსების უმეტესობას საბჭოთა ბრენდების აღორძინება სურს – კვლევა

რუსების უმეტესობას საბჭოთა ბრენდების აღორძინება სურს – კვლევა

125

ანალიტიკური კვლევის ცენტრ “სინერგიის” კვლევის მიხედვით, რუსების უმეტესობა მხარს უჭერს საბჭოთა ბრენდების აღორძინების იდეას. მათ შორის მანქანების, საკვების და სასმელების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის, ასევე სუნამოების და საყოფაცხოვრებო ქიმიკატების წარმოებისთვის.

დასავლური სანქციების შემოღების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა რამდენიმე რუსული ავტომობილის ბრენდის – Moskvich-ის, Volga-სა და Pobeda-ს აღორძინების გეგმები.

“რუსეთის მოქალაქეების 83% საჭიროდ მიიჩნევს საბჭოთა ბრენდების აღორძინებას რუსეთიდან უცხოური კომპანიების გასვლის ფონზე. ეს მოიცავს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Moskvich, Volga და Pobeda (მანქანები), ასევე Orsk (მაცივრები) და Kama (ველოსიპედები). მოქალაქეთა დაახლოებით 12%-ს საპირისპირო მოსაზრება აქვს, დანარჩენ 5%-ს უჭირს პასუხის გაცემა”, – ნათქვამია კვლევაში, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონის 5 ათას მცხოვრებს შორის ივლისში ჩატარდა.

საბჭოთა ბრენდების აღორძინების მხარდამჭერები თვლიან, რომ ეს გააძლიერებს ეკონომიკას იმპორტის ეფექტური ჩანაცვლებით, მხარს უჭერს ადგილობრივ მეწარმეებს და ეწინააღმდეგება საქონლის შესაძლო დეფიციტს.

ტენდენციის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღდგენილი ბრენდები ხარისხით ვერ გაუწევენ კონკურენციას თანამედროვე ბრენდებს – ეს პასუხი გამოკითხულ სკეპტიკოსთა 48%-მა გასცა. 24%-ის აზრით, სჯობს ახალი ბრენდების შექმნა, ვიდრე იმის აღორძინება, რამაც დრო ვერ გაუძლო. 17% კი არ უჭერს მხარს ამ ტენდენციას, რადგან უკვე ჰქონდათ საბჭოთა ბრენდების გამოყენების უსიამოვნო გამოცდილება. ყოველ მეთერთმეტე რუსს არ სჯერა საბჭოთა ბრენდების სრულფასოვანი აღორძინების შესაძლებლობის: არსებობს რისკი, რომ ეს მოხდება სიტყვებით და არა პრაქტიკაში.

საბჭოთა საგნები პოზიტიურ ასოციაციებს იწვევს კვლევის მონაწილეთა 62%-ში. მათი თქმით, სსრკ ძირითადად სანდო და ხელმისაწვდომ ნივთებს ქმნიდა. 

https://businessformula.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here