Home ახალი ამბები მსოფლიო რომის პაპმა მხარი დაუჭირა რუსეთის თვალსაზრისს უკრაინის კონფლიქტში ნატოს ბრალის შესახებ

რომის პაპმა მხარი დაუჭირა რუსეთის თვალსაზრისს უკრაინის კონფლიქტში ნატოს ბრალის შესახებ

პონტიფიკოსმა რუსეთის პოზიცია დაიკავა უკრაინაში შექმნილი ვითარების მიმართ პასუხისმგებელთა საკითხში

125

ამერიკელი სპეციალისტებისა და პოლიტოლოგების, ფიონა ჰილისა და ენჯელა სტენტის, განცხადებით, რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის პოზიცია დაიკავა უკრაინის კონფლიქტისა და მის დაწყებაზე ნატოს გავლენის საკითხში, – ნათქვამია სპეციალისტების სტატიაში, რომელიც Foreign Affairs-ში გამოქვეყნდა, _ იუწყება Topnews.ru.

რუსეთი ამტკიცებს, რომ დასავლეთმა, აშშ-ის მეთაურობით, უკრაინაში პროქსი-ომი გააჩაღა (ორი სახელმწიფოს კონფლიქტი მესამეს ტერიტორიაზე – გ.გ.) და, სპეციალისტთა აზრით, ამ თვალსაზრისს იზიარებს პონტიფიკოსი.

“რომის პაპმა განაცხადა, რომ კონპლიქტი უკრაინაში პროვოცირებული იყო”, _ აღნიშნულია სტატიაში.

ამასთანავე, დასავლეთში პოლიტიკოსები კამათობენ ნატოს ბრალზე შექმნილ ვითარებაში, სტატიის ავტორები წერენ, რომ კიევის მიერ დასავლეთის მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი “შეურაცხმყოფელია რუსეთის ისტორიისა და ღირსებისა”.

სხვათა შორის, მანამდე რომის პაპმა განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის ფესვები ღმად არის გამჯდარი და ფიქრობს, რომ დაძაბული ვითარების შენარჩუნებას ხელს უწყობს კიევისთვის იარაღის გადაცემა.

24 აგვისტოს პონტიფიკოსმა აზრი გამოთქვა დარია დუგინას მკვლელობაზე. მან ახალგაზრდა ქალს ვითარების უდანაშაულო მსხვერპლი უწოდა.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here