Home ახალი ამბები საქართველო „ეს ვაი მოსამართლე სანქციების სიაში პირველი მერცხალია, თუმცა მერცხალი ლამაზი ფრინველია, ის...

„ეს ვაი მოსამართლე სანქციების სიაში პირველი მერცხალია, თუმცა მერცხალი ლამაზი ფრინველია, ის არის პირველი ყვავი“ – რომან გოცირიძე ლაშა ჩხიკვაძეზე

66

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად ჩხიკვაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მან „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელს შეხვდა, რომელმაც საუბრისას გამოჰკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და უთხრა, რომ ელჩს აინტერესებს, ამ საქმეზე რატომ მიიღო მან გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით, რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

გოცირიძის თქმით, „ლაშა ჩხიკვაძის განცხადება სენსაციურია, რადგან ეს არის პოლიტიკური განცხადება, რომლის გაკეთებაც „ქართულმა ოცნებამ“ დაავალა“.

„განცხადების მთავარი შინაარსი არის ის, რომ ჩვენ გავიგეთ, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას პოლიტიკურად იღებს და ის სანქცირებულია. როგორც იქნა აღიარა, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო, მას აშშ-ის ვიზა გაუუქმეს და არ მისცეს აშშ-ში წასვლისა და ქართველი მოსამართლეებისთვის დაგეგმილ სემინარში მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც არის სანქცია. ეს ვაი მოსამართლე სანქციების სიაში პირველი მერცხალია, თუმცა მერცხალი ლამაზი ფრინველია და მე უფრო სხვანაირად ვიტყოდი. ის არის პირველი ყვავი სანქცირებულთა სიაში, მას აუცილებლად მიჰყვებიან სხვებიც. ინფორმაციას მიღება საელჩოს მუშაობის ერთ-ერთი ამოცანაა და მას სრულიად ლეგალურად მიმართეს, რადგან აშშ-ში საელჩოს პროგრამით უნდა წასულიყო“, – განაცხადა გოცირიძემ.

https://pia.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here