Home ახალი ამბები მსოფლიო რფ-ის თავდაცვის სამინისტრომ გახსნა კიევის გეგმა ზაპოროჟიეს აეს-ის ხელში ჩაგდების შესახებ

რფ-ის თავდაცვის სამინისტრომ გახსნა კიევის გეგმა ზაპოროჟიეს აეს-ის ხელში ჩაგდების შესახებ

123

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) მეთაურმა რაფაელ გროსმა მისიის რამდენიმე წევრთან ერთად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დატოვა, _ წერს topnews.ru.

ჟურნალისტებთან საუბრისას გროსმა განმარტა, რომ ატომურ ელექტროსადგურში ყოფნისას ექსპერტებმა ნაწილობრივ დაათვალიერეს სადგური და შეაფასეს ვითარება, თუმცა ამით მუშაობა არ დასრულებულა და ის კვლავ გაგრძელდება. გროსიმ, აგრეთვე, აღნიშნა, რომ მისიის მიზანი ბირთვული ავარიის თავიდან აცილება და სადგურის დაცვაა.

შეგახსენებთ, რომ დაბომბვის გამო სადგურის პერსონალი იძულებული შეიქნა, მე-5 ბლოკი გაეთიშა. სააგენტოს წარმომადგენლები გაეცნენ “როსატომის” წარმომადგენლების ანგარიშს.

ამასთანავე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ზაპოროჟიეს აეს-ის გარშემო შექმნილ ვითარებაზე. უწყებაში განაცხადეს, რომ ზელენსკის რეჟიმი ამზადებდა პროვოკაციას, რომელიც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაშალეს. ამისი ირიბი დადასტურებაა ატომურ ელექტროსადგურზე შეტევა აესს-ის ექსპერტების ვიზიტის დღეს. 31 აგვისტოს  სადგურში გროსის ვიზიტის გაუქმება კი  მიუთითებს იმაზე, რომ სადგურის ხელში ჩასაგდებად ოპერაციის მზადებას ასრულებდნენ.

რფის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციის წარმატებებით დასრულების შემთხვევაში აესსის მისიაცოცხალ ფარად” იქცეოდა დივერსანტის ხელში, აგრეთვე, იმის საწინდრად, რომ რუსეთი საპასუხო მოქმედებებს არ განახორციელებდა, დასავლეთი კი მყვირალა განცხადებებით გამოვიდოდა აესის გარშემო ზონის დემილიტარიზაციისა და სადგურის კიევისთვის გადაცემის შესახებ, მაგრამ კიევის გეგმები ჩაიფუშა.

გიორგი გაჩეჩილაძე

topnews.ru.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here