Home ახალი ამბები მსოფლიო რევოლუციური ვითარება დასავლეთში: აშშ-ს აღარ ძალუძს, ევროპას არ სურს

რევოლუციური ვითარება დასავლეთში: აშშ-ს აღარ ძალუძს, ევროპას არ სურს

327
ენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, პირველი ვიზიტი ევროპაში თანამდებობაზე მისი დანიშვნიდან 2 თვის შემდეგ გაიმართა იმავე მიზეზით, რომლითაც 25 მარტს გაიმართა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პირველი პრესკონფერენცია: წინასწარვე ცნობილი იყო, რომ აქედან კარგი არაფერი გამოვიდოდა, მაგრამ გადადება, უბრალოდ, შეუძლებელი იყო. 

რეალობამ დაადასტურა ვარაუდი, რომ ევროპაში ბლინკენის ვიზიტმა, რომლის მთავარ მოვლენად იქცა მისი მონაწილეობა ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა უწყებების მეთაურებთან შეხვედრაში, შეიძლება ჩაითვალოს ზრდილობისა და მეგობრობის ფორმალურ გამოვლენად ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს შორის, მაგრამ, როგორც კი საქმე საერთო რიტორიკული შაბლონებიდან (რუსეთი ცუდია, ჩინეთი _ სახიფათო, ირანს აუცილებლად უნდა ამოვდოთ ლაგამი და ა.შ.) კონკრეტიკაზე გადადიოდა, მყისვე ჩნდებოდა პრინციპული უთანხმოებები. თანაც ეს გამოვლინდა დაპირისპირებების ჩამონათვალის ჩარჩოებს გარეთ.

კერძოდ, ასეთი აღმოჩნდა ავღანეთში მშვიდობის დამყარების საკითხი. საქმე ის არის, რომ აშშ-სა და “თალიბანს” შორის 2020 წლის თებერვალში გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, ამერიკის ჯარებმა ავღანეთის ტერიტორია 2021 წლის 1 მაისამდე უნდა დატოვონ, ამიტომ ამერიკელები ახლა ისეთ მდგომარეობაში იმყოფებიან, რომ არც წასვლა შეიძლება, არც დარჩენა, რაც ერთმანეთის საპირისპირო გარემოებებით არის გამოწვეული.

ზემოაღნიშნული შეთანხმება ტრამპის “პირმშოა” და ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ხელისუფლების სათავეში დაბრუნებულ დემოკრატებს დიდი სურვილი აქვთ, უბრალოდ, პრინციპის გამო გააბათილონ დოკუმენტი; მეორე მხრივ, ავღანეთში ვითარება, დიდი ხანია, ჩიხში შევიდა _ ქვეყანა უნდა დატოვოს აშშ-ის სამხედრო კონტინგენტმა, და საამისო საბაბი შეთანხმებაა.

ამერიკელი სამხედროები ავღანეთში
ამერიკელი სამხედროები ავღანეთში

ამასთანავე, წინა პრეზიდენტისგან განსხვავებით, რომელიც არად აგდებდა აშშ-ის, როგორც ზესახელმწიფოს, იმიჯს, ბაიდენის ადმინისტრაცია რეპუტაციის შელახვას ვერ დაუშვებს, რომელიც აუცილებლად მოხდება, თუ ამერიკელთა ავღანეთიდან წასვლის შემდეგ “თალიბანის” დარტყმებით დაემხობა ნაციონალური მთავრობა ქაბულში. მოვლენების ასეთი განვითარების ალბათობა მცირე არ არის _ თალიბები, პრაქტიკულად, არ მალავენ, რომ საომარი მოქმედებების დასაწყებად ემზადებიან.

პლუს, დასავლეთს აქვს ლოჯისტიკური პრობლემებიც, რომელთა გამოც დარჩენილ დროში შეუძლებელია ავღანეთიდან ნატოს ათიათასიანი კონტინგენტის გამოყვანა. ამის შესახებ პირდაპირ განაცხადეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მაღალი თანამდებობის პირებმა.

ამ რთულ ვითარებაში აშშ ცდილობს, იპოვოს მისთვის მისაღები გადაწყვეტილება მცირე დანაკარგებით, მაგრამ ევროპაში ბლინკენის მოგზაურობის შემდეგ გაირკვა, რომ პასიანსში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ამერიკელებს არ გაუთვალისწინებიათ _ მოკავშირეების, უწინარესად, გერმანელთა პოზიცია. მათ კი, როგორც გაირკვა, უამრავი პრეტენზია აქვთ. ევროპა აქტიურად უჭერს მხარს ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებებს ავღანეთის ხელისუფლებასა და “თალიბებს” შორის. ამასთანავე, ევროკავშირში არ სჯერათ შეთანხმების სწრაფად მიღწევის და ავღანეთის პოლიტიკური სტაბილურობისთვის აუცილებლად მიიჩნევენ ნატოს სამხედრო მისიის გაგრძელებას ამ ქვეყანაში.

ნატოელმა მოკავშირეებმა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ტრამპის პოლიტიკური მემკვიდრეობის დანგრევაში “დაინახეს ნიშანი” (სწორედ ასე დაწერეს მომხდარზე გერმანელმა მედიასაშუალებებმა), რომ ეს ავღანეთიდან ჯარის გამოყვანასაც შეეხება, ამიტომ გერმანიამ ბუნდესვერის სამხედრო ქვედანაყოფებისთვის ავღანეთში ყოფნის მანდატის კიდევ ერთი წლით გაგრძელების პროცესი დაიწყო _ გერმანიის პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება 25 მარტს მიიღო.

და ამ მომენტში აშშ მოულოდნელად გამოვიდა სხვა სამშვიდობო კონფერენციის ჩატარების ინიციატივით. ეს კონფერენცია თურქეთში აპრილში უნდა გაიმართოს. საკმაოდ მკაფიოდ არის მითითებული, რომ ამ კონფერენციაზე შეიძლება ხელი მოეწეროს ისეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ქვეყნიდან უცხოური სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანა.

ამ წინადადების შესახებ ევროპამ მასმედიისგან შეიტყო და, რა თქმა უნდა, ძალიან გაღიზიანდა. ტრამპი დემონსტრაციულად ამცირებდა მოკავშირეებს იგნორირებითა და შეურაცხმყოფელი გამოხდომებით. აშშ-ის ახალი დემოკრატიული ადმინისტრაციაც, ფაქტობრივად, ანალოგიურად მუშაობს. ვაშინგტონი საჭიროდ არ თვლის არა მხოლოდ კონსულტაციების გამართვას პარტნიორებთან, არამედ მათ წინასწარ საქმის კურსში ჩაყენებას დადეგმილი ნაბიჯების შესახებ. პარტნიორებიც, თავის მხრივ, იძულებულნი არიან, ყავაზე იმკითხაონ, რას მოიმოქმედებს აშშ; აქ, აღშფოთების ნაცვლად, შეიძლება აღვნიშნოთ, რომ მსგავსი მოქმედებები ჩვეულებრივი ამბავია აშშ-ისთვის.

თალიბები საომრად ემზადებიაბ
თალიბები საომრად ემზადებიაბ

არსებობს ერთი ფაქტორი, რომელიც გვაიძულებს, მომხდარს სხვა რაკურსით შევხედოთ. საქმე ის არის, რომ ნატოს 10 ათასზე მეტ სამხედროში, რომლებიც ახლა ავღანეთში არიან, ამერიკელები 3,5 ათასს შეადგენენ, დანარჩენები ნატოს სხვა წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები არიან, მათ შორის ათასზე მეტი გერმანელია.

შედეგად, ევროპის ნერვული რეაქცია აშშ-ის ბოლო ინიციატივებზე დაკავშირებულია, აგრეთვე, ბანალურ შიშთან, რომ მისი სამხედროები ამერიკელებმა ბედის ანაბარა არ მიატოვონ არასტაბილურ, ომის ზღვარზე მდგარ ქვეყანაში. სახელდობრ, ამიტომ განიხილებოდა თემა “ერთად შევედით _ ერთად გავალთ” ბლინკენის ვიზიტისას ევროკავშირში,. მაგრამ საქმე ეს არ არის. შესადარებლად: 2011 წელს 6132 ათას სამხედრო მოსამსახურეს შეადგენდა, მათგან 90 ათასი ამერიკელი იყო. ე.ი. აშშ-ის წვლილი ოპერაციის ადამიანურ რესურსში 2-ჯერ აღემატებოდა ნატოს დანარჩენი ქვეყნების რესურსს, ერთად აღებულს. ახლა კი ვითარება შეიცვალა და წლების განმავლობაში მსგავსი ტრანსფორმაცია განიცადა დასავლური ქვეყნების თანამშრომლობის ძალიან ბევრმა სფერომ. ამერიკის შეერთებული შტატების ზესახელმწიფოებრიობა მის რეალურ შესაძლებლობებს ეფუძნებოდა, რომლებიც აღემატებოდა დანარჩენი ქვეყნების პოტენციალს. ახლა კი ამერიკის უპირატესობა საკმაოდ შედარებითი ხასიათისაა და ეჭვგარეშეა, რომ მოცემულ მათემატიკას შესანიშნავად აცნობიერებენ არა მხოლოდ მოსკოვსა და პეკინში, არამედ ბერლინში, ანკარასა და პლანეტის სხვა ქვეყნების დედაქალაქებშიც.

ასე რომ, ევროპაში მოგზაურობისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თავისი განცხადებებით მიიღო ზუსტად ის შედეგი, რომელიც მოსალოდნელი იყო. მოსკოვისა და პეკინის არადემოკრატიულობის დამგმობი გერმანია, ამასთანავე, მზად არ არის, უკან დაიხიოს “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ისგან; ევროპასაც არ აქვს განზრახული, უარი თქვას ჩინეთთან სავაჭრო პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებაზე; თურქეთმა კი, რომელსაც არაერთხელ მოუწოდა ბლინკენმა, არ შეიძინოს რუსული C-400-ები, განაცხადა, რომ ეს საკითხი უკვე დახურულია. ბაიდენის ადმინისტრაციის წინაშე მწვავედ დგას იმ ინსტრუმენტების მოძიების საკითხი, რომლებითაც მორჩილებას აიძულებენ “უმცროს პარტნიორებს”, ეს “უმცროსი პარტნიორები” კი აცნობიერებენ თავიანთ მზარდ ძალას და კოლექტორი დასავლეთის შიგნით ძალების განლაგების ცვლილებას.

Ria.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here