Home ახალი ამბები „რელიგიების სწავლებას მხოლოდ მივესალმები, რელიგიის სახელით მიმდინარე ომები სწორედ იმ ცოდნის...

„რელიგიების სწავლებას მხოლოდ მივესალმები, რელიგიის სახელით მიმდინარე ომები სწორედ იმ ცოდნის დეფიციტია“

1120

 

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, დღეს მსოფლიოში გლობალური უსაფრთხოების თემები სწორედ რელიგიების როგორც ისტორიის, ასევე ძირითადი პრინციპების არცოდნის შედეგია.

„სკოლებში რელიგიების სწავლებას და თეოლოგიის პრინციპების შესახებ ინფორმაციის შეტანას მხოლოდ მივესალმები. რელიგიის სახელით მიმდინარე ომები სწორედ იმ ცოდნის დეფიციტია, რომელიც თანამედროვე სამყაროში სხვადასხვა ერების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის და ასევე თანამშრომლობისთვის აუცილებელია. საპატრიარქოსთან აქტიური კონსულტაციები დაწყებულია და საქართველოში მოქმედი ყველა კონფესიის წარმომადგენელი თანაბრად ჩართული იქნება, რომ ჩვენ მართებული ინფორმაცია სხვადასხვა ტრადიციული რელიგიების ისტორიების შესახებ თანაბრად მივაწოდოთ. პედაგოგიური საქმიანობა დღეს არსებულ კანონმდებლობას არ გასცდება. შესაბამისი გადამზადების და სერთიფიცირების მქონე პედაგოგები ჩაერთვებიან შესაბამისი დისციპლინის სწავლებაში. ჯერ საუბარია ძირითადი პრინციპების შეთანხმებაზე და სახელმძღვანელოს შინაარსის შეჩერებაზე. მე ვფიქრობ, კონკრეტულ სკოლებში შეგვიძლია საპილოტე რეჟიმში 2019 წლიდან დავიწყოთ. ყველაფერი არსებული საგანმანათლებლო გარემოს ფარგლებში წარიმართება”,- განაცხადა ჯაშმა.

 

1 COMMENT

  1. AR REAGIREBEN IMITOM ROM SAMSAXUREBIS DAKARGVIS ECHINIAT DA CHTAMOMAVLOBAS ROM KARGAVEN DA AUBEDUREBEN SIHUMIT AN TANXMOBIT AMIS TVINI ARAQT.ERTADERTI GZAA RELIGIIS SCAVLEBA, MOMAVALI TAOBEBIS GADASARHENAD, ARAFERIA AQ GASARKVEVI DA SADAO….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here