Home ახალი ამბები მსოფლიო რატომ აპირებს რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გასვლას

რატომ აპირებს რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გასვლას

231

ექსპერტები  მსოს წინააღმდეგ

1. წლის დასაწყისში არაერთმა ექსპერტმა აკადემიური ინსტიტუტებიდან და რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტიდან  რუსეთის ფედერაციის მთავრობას გაუგზავნა ანალიტიკური განმარტებითი ბარათი, რომელშიც დასაბუთებულია  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO)  რუსეთის წევრობის შეჩერების აუცილებლობა.  დოკუმენტი შეიცავს მონაცემებს იმ უზარმაზარი ეკონომიკური ზიანის შესახებ (15-18 ტრილიონი რუბლი), რომელიც რუსეთის ეკონომიკამ განიცადა 2012 წლიდან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) წესებისა და ნორმების გამოყენების შედეგად. ბენეფიციარები  გამოვიდნენ „ოქროს მილიარდის“ ქვეყნები, რომლებმაც მიიღეს შეუფერხებელი და პრიორიტეტული წვდომა უზარმაზარ რუსულ ბაზარსა და მსოფლიო ბაზრის იმ სეგმენტებზე, რომლებზეც სსრკ და რუსეთი ისტორიულად დომინანტურ ან მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებდნენ. ამის შესახებ იუწყება ტელეგრამ-არხი НЕЗЫГАРЬ.

2. გარდა პირდაპირი ფინანსური ზარალისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დაკარგვისა, შედეგი იყო მაღალტექნოლოგიური და დამამუშავებელი მრეწველობის დეგრადაცია დამატებითი ღირებულების მაღალი დონით. პრაქტიკულად, გაქრა (80-95%-ით შემცირდა) ჩარხმშენებლობა, ავიამშენებლობა ელექტრონული მანქანათმშენებლობა,  ტურბინების,  ნავთობის წარმოებისთვის რთული ტექნიკური აღჭურვილობის წარმოება, დარგობრივი მეცნიერებები და  სხვა მრავალი; შემცირდა გამოცდილი მუშაკების, საინჟინრო და სამეცნიერო პერსონალის რაოდენობა. შრომის პროდუქტიულობის ინდექსი  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიდან  104,8%-დან (2008 წელს), 98.7%-მდე (2015 წელს) შემცირდა და გაუმჯობესება დაიწყო მხოლოდ 2020 წელს (103%) მიშუსტინის მთავრობის მოსვლის შემდეგ. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთისყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა,  ამ  ორგანიზაციას  ხელი შეეწყო რუსული ექსპორტისა და რუსეთის წინააღმდეგ დისკრიმინაციისა და სანქციების აღკვეთისთვის.

3. მსო-დან რუსეთის გასვლის პერსპექტივამ, რომელსაც ახლა აანალიზებს მთავრობის ანალიტიკური ცენტრი, გაააქტიურა ლიბერალური მონეტარიზმის მომხრეები – ამ ორგანიზაციის არაფორმალური ლობისტები რუსეთის ფედერაციის სახელისუფლო სტრუქტურებში. პირველ რიგში, პანკინმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შევარდნაძის მიერ დაწინაურებულმა, „რუსეთის სახელით“ განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად, მსო „არის მნიშვნელოვანი და უალტერნატივო მოედანი რუსეთის სავაჭრო და ეკონომიკური ინტერესების დასაცავად… გლობალურ ვაჭრობაში ეროვნული პრიორიტეტების ხელშესაწყობად და დასაცავად“. ასეთი მიდგომის სასარგებლოდ ეკონომიკური არგუმენტები არ მოუყვანია. შემდეგ რეშეტნიკოვმა, ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, „მთარგმნელი ლინგვისტის“ დიპლომითა და „ზომიერი ლიბერალის“ რეპუტაციით, ასევე დაუსაბუთებლად განაცხადა: „მსო-ს არ აქვს ალტერნატივა ცივილიზებული ვაჭრობის განვითარებაში“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „შემზღუდავი ზომები დააწესა  მხოლოდ მსოფლიო ეკონომიკის  ნაწილმა“, ხოლო რუსეთის გასვლა მსო-დან აღიქმება „როგორც თამაშის წესების ტოტალური ცვლილების სიგნალი საშინაო და საგარეო ბაზრებზე“.

4. რეშეტნიკოვი და მისი ვიზავი საგარეო საქმეთა სამინისტროში ანგაჟირებულობის თუ უცოდინარობის გამო უგულებელყოფენ ორ მნიშვნელოვან ფაქტს. „თამაშის წესების ტოტალური ცვლილების სიგნალი“  ჯერ კიდევ 2014 წელს მისცეს შეერთებულმა შტატებმა და სანქციების დამკვეთმა ქვეყნებმა, რომლებმაც ძირი გამოუთხარეს მსოფლიო ვაჭრობის პრინციპებს რუსეთისა და მისი სავაჭრო პარტნიორების უპრეცედენტო რესტრიქციით (საქონლის წარმოების, გაყიდვისა და ექსპორტის შეზღუდვა მასზე მაღალი ფასების შენარჩუნების მიზნით – გ. გ.). აშშ-ის, ევროკავშირისა და მათი სატელიტების ერთობლივი ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები მიზნად ისახავდა მსოფლიო სავაჭრო სისტემის შეცვლას და რუსეთის მაქსიმალურად დაზიანებას. 

 და მთავარი – მსო-ში საქონლისა და პროდუქტების ღირებულების გათვლები და განსაზღვრა ხდება ექსკლუზიურად აშშ დოლარის საფუძველზე. ეს ვაშინგტონს მანიპულაციის საშუალებას აძლევს საქონლის ნაკადზე, აგრეთვე, საშუალებას აძლევს, აკონტროლოს მთელი საერთაშორისო სავაჭრო სისტემა, მიუხედავად მსო-ს წესებისა და ვალდებულებებისა, რომლებსაც რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ირანი და ევროკავშირიც კი შეეჯახნენ აშშ-თან ერთად ტრანსატლანტიკური თავისუფალი სავაჭრო სივრცის (TAFTA) მომზადებისას.

5. ეკონომიკური განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ეს პოზიცია პირდაპირ ეწინააღმდეგება დოლარისგან დამოუკიდებლობისა და ეკონომიკური სუვერენიტეტის მიღწევის მიზნებს, ალტერნატიული მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა  და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, სავაჭრო-ეკონომიკური გაერთიანებების შექმნის გზით ბრიჩსის, თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციისა და ევრაზის  ეკონომიკური კავშირის ფარგლებში, რაზეც პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ ისაუბრა. ამასთანავე, მსო-ს რუსეთისთვის მისაღები წესები და ნორმები შეიძლება იმპლემენტებული იყოს მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთსასარგებლო ორმხრივი და მრავალმხრივი სავაჭრო შეთანხმებებით ეროვნულ ვალუტაში, კლირინგსა თუ კრიპტოვალუტაში ანგარიშსწორების საფუძველზე. მაკრორეგიონულ და კონტინენტურ დონეზე სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებში ამგვარი გარდაქმნების ბაზას ქმნის, კერძოდ, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საქმიანობა და პრეზიდენტის დავალებით პრემიერმინისტრ მიშუსტინის მოგზაურობა რუსეთის ფედერაციის  უმსხვილეს საგარეო-ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებში.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@russica2/51004

                                                                                

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here