Home ახალი ამბები საქართველო რატი იონათამიშვილი: სამწუხაროა, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ კეთდება განცხადებები, რომ მეორე...

რატი იონათამიშვილი: სამწუხაროა, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ კეთდება განცხადებები, რომ მეორე ფრონტი საქართველოში კარგი იქნებოდა – როცა მსგავსი განცხადებების ადეკვატური შეფასება არ ხდება, ეს კითხვის ნიშნებს ბადებს

38

სამწუხაროა, როცა უკრაინის ოფიციალური პირები პირდაპირ საუბრობენ, რომ კარგი იქნებოდა მეორე ფრონტი გახსნილიყო საქართველოში და საქართველო შეხიდებოდა უკრაინას მსხვერპლში, იმავეს საუბრობდნენ აქ პოლიტიკური და თითქოს სამოქალაქო აქტორები, თუმცა, ვიცით, რომ ისინი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას.

მისი თქმით, როცა მსგავსი განცხადებების ადეკვატური შეფასება არ ხდება, ეს კითხვის ნიშნებს ბადებს.

„ცხადია, როცა ასეთი განცხადებები კეთდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ეს ლოგიკურად საჭიროებს ჩვენი ყურადღების გამახვილებას, რადგან ჩვენთვის უსაფრთხოების დაცვა უმთავრესი ამოცანაა. როცა არ ხდება მსგავსი განცხადებების ადეკვატური შეფასება, ეს ბადებს კითხვის ნიშნებს, ამიტომ ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა შინაარსზე აქცენტების გაკეთება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, დასავლეთს არასოდეს უცდია საქართველოს ომში ჩათრევა და ის, ვინც ამ ნარატივს იმეორებს, ელჩის შეფასებით, რუსეთის საქმეს აკეთებს. ამერიკის ელჩმა „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებს უპასუხა. მისი განცხადებით, მეორე ფრონტზე საუბარი მიზნად ისახავს შიშისა და დაბნეულობის შექმნას.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here