Home ახალი ამბები მსოფლიო რასიზმი კვლავ რჩება ამერიკელი საზოგადოების საფუძვლად

რასიზმი კვლავ რჩება ამერიკელი საზოგადოების საფუძვლად

1884
რასიზმი

ამერიკელთა შორის მინავლებული რასობრივი შუღლი ღვივდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თეთრკანიანი და შავკანიანი მოსახლეობა ერთმანეთს ვერ იტანს. ცნობილი ამერიკული ტოლერანტობა ფერადკანიანთა მიმართ, როგორც მაგალითები აჩვენებს, მითია. 

სან-დიეგოს პოლიციის სამმართველო გაცილებით ხშირად (219%-ით) აჩერებს და ჩხრეკს აფროამერიკელებს, ვიდრე თეთრკანიან მოქალაქეებს. ეს არ არის მორიგი პროპაგანდისტული საფრთხობელა, ეს არის ფაქტები შავკანიანი ამერიკელების ცხოვრებიდან, რომლებიც ცოტა ხნის წინ მოხვდნენ ახალ ამბებში.

სამოქალაქო თავისუფლების დამცველი ამერიკული კავშირის (ACLU) მონაცემებით, აშშ-ის სამართალდამცველი ორგანოები რეგულარულად უთვალთვალებენ, აჩერებენ, აკავებენ, ჩხრეკენ და აპატიმრებენ აფროამერიკელებს იმ რაოდენობით, რომელიც დისპროპორციულია მათი საერთო რაოდენობისა აშშ-ის მოსახლეობის შემადგენლობაში. სტატისტიკის მიხედვით, დიდია ალბათობა იმისა, რომ ყოველი ათასი აფროამერიკელიდან ერთი შეიძლება პოლიციელებმა მოკლან.

ამერიკელი საზოგადოების სოციალურ ქსოვილს მწვავე პრობლემები ჭამს. ამ პრობლემებს შორის, გარდა რასიზმისა, არის ცეცხლსასროლი იარაღის მასობრივი გავრცელება, აბორტები, მეტოქეობა ეთნიკურ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს შორის, პოლიციის გაუმართლებელი სისასტიკე და ა.შ.

პროპაგანგისტული ამერიკული სინამდვილის, რასიზმზე თვითაღიარებული გამარჯვებისა და ტოლერანტობის ზეიმის მიღმა არც ისეთი ლამაზი სურათია.

27 იანვარს გელაპის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა სოციალური გამოკითხვის შედეგი, რომლის მიხედვით ამერიკელთა 36% კმაყოფილია ქვეყანაში რასებს შორის ურთიერთობით, რესპონდენტთა 58%-მა კი საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა. ამ თემაზე Rasmussen Rep­ortsის მიერ 24 იანვარს ჩატარებული გამოკითხვის შედეგის მიხედვით, ამერიკელების მხოლოდ 34%-მა შეაფასა დადებითად ქვეყანაში რასებს შორის ურთიერთობა.

არადა, რასიზმის პრობლემა აშშ-ში თითქოს ერთხელ და სამუდამოდ იყო მოგვარებული: სამოქალაქო ომისდროინდელი კონფედერანტი გენერლების ყველა ქანდაკება დამხობილ იქნა, კოლუმბის დღეს უკვე აღარ აღნიშნავენ რამდენიმე შტატში, სკოლების სპორტულ გუნდებს კი სახელები გადაარქვეს.

ამერიკელი საზოგადოება, მიუხედავად რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე საუბრებისა, მზად არის, ნებისმიერ მომენტში გახსნას ძველი მტკივნეული წყლულები. CBS და Los Angeles Times იუწყებიან, რომ აზიური წარმოშობის პირების მიმართ იმატა რასობრივ ნიადაგზე ხულიგნური გამოხდომებმა და დისკრიმინაციის შემთხვევებმა სხვა ამერიკელების მხრიდან და ეს გამოწვეულია კორონავირუსით დაავადებულთა და პოტენციურ გადამტანთა შესახებ გავრცელებული ჭორებით.

რასიზმმა მართლაც შეაღწია ამერიკული საზოგადოების ქსოვილში. დანაშაული რასობრივი სიძულვილის ნიადაგზე რეგულარულად ხდება ამერიკული დემოკრატიის ძირითად ინსტიტუტში, ქვეყნის ბურჯში შეიარაღებულ ძალებში. დამტკიცებულია, რომ ამერიკელ სამხედროებს შორის არიან ადეპტები ისეთი ექსტრემისტული დაჯგუფებისა, როგორიცააევროპული იდენტობა”, რომელიც ქადაგებს რასობრივ უპირატესობას არა მხოლოდ არმიაში, არამედ სკოლებსა და კოლეჯებშიც. 2019 წელს სამხედრო პროკურატურა იძიებდა 11 სამხედრო მოსამსახურის საქმეს, რომლებიცევროპული იდენტობისწევრები იყვნენ.

ეს არ არის ერთადერთი ულტრამემარჯვენე დაჯგუფება, რომელშიც გაერთიანებულნი არიან ამერიკელი სამხედროები და ვეტერანები. გასული წლის იანვარში ერაყში ნაომარ საზღვაო ქვეითთა ვეტერანს, დაჯგუფება “ჯვაროსნების” წევრ კერტის ალენს 25 წლით აღუკვეთეს თავისუფლება კანზასში მუსლიმანების მოსაკლავად ბომბის აფეთქების მცდელობისთვის. საერთოდ კი, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ ჯერ კიდევ 2009 წელს აღიარა კავშირი მემარჯვენე ტერორისტებსა და სამხედრო პერსონალს შორის.

30 წლის წინათკუკლუქსკლანისერთერთი განყოფილების უფროსი ლუიზიანის შტატის წარმომადგენელთა პალატაში აირჩიეს, ოთხი წლის წინათ კი ჩარლსტონის (სამხრეთ კაროლინის შტატი) ეკლესიაში თეთრი რასის უპირატესობის მომხრეებმა 9 შავკანიანი გამოასალმეს სიცოცხლეს.

ანტიდიფამიციონურმა ლიგამ (ამერიკელი ებრაელების არასამთავრობო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ) 2019 წლის კვლევაში კამპუსების ტერიტორიაზე და მის გარეთ ექსტრემიზმის პროპაგანდის 2713 შემთხვევა აღრიცხა. ეს მაჩვენებელი 1499-ით მეტია წინა წელთან შედარებით. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, დისკრიმინაციულმა პროპაგანდამ მოიცვა ამერიკის ყველა შტატი, ჰავაის გარდა. 3 წლის წინათ აშშ-ს გადაუარა სინაგოგების დაწვის, ებრაული კულტურის ცენტრების დანაღმვისა და ებრაელთა საფლავების ვანდალურად შებილწვის ტალღამ.

2018 წლის ოქტომბერში პიტსბურგის სინაგოგაში 11 ადამიანი მოკლეს, გასული წლის აპრილში კი ანალოგიური თავდასხმის შედეგად კალიფორნიის შტატის ქალაქ პოვეის სინაგოგაში მისული ადამიანი დაიღუპა. რასისტული თავდასხმების მსხვერპლნი მხოლოდ შავკანიანები, ებრაელები და ლათინოამერიკელები არ არიან. ცნობილია აფროამერიკელებისა და დემოკრატიული პარტიის აქტივისტების თავდასხმის შემთხვევები პრეზიდენტ ტრამპის მომხრეებზე (ცემატყეპა შარლოტსვილშიგაერთიანებული მემარჯვენეების მარშისმიმდინარეობისას ორი წლის წინათ), კონსერვატიულად განწყობილი ჟურნალისტების ცემაანტიფასწევრების მიერ მაგალითად, შარშან პორტლენდში დაზარალდა რეპორტიორი ენდი ნგო.

ძალას იკრებენ მემარცხენე შეიარაღებული წინააღმდეგობის ორგანიზაციები, ისეთები, როგორიც არის “მსროლელთა სოციალისტური ასოციაცია”. მსგავსი ჯგუფები ქმნიან სროლაში მომზადების ცენტრებს და აქტიურად იბირებენ ახალ მომხრეებს, რომლებიც მზად არიან, იარაღით ხელში დაიცვან მემარცხენე იდეები მემარჯვენეთა ლაშქრის წინააღმდეგ. თავისი შეიარაღებული ორგანიზაციები ჰყავთ ლგბტ თემის წარმომადგენლებსაც _ “ვარდისფერი პისტოლეტები”, Trigger Wa­rining-ი და სხვ.

ამასთანავე, სიუჟეტებმა ლათინოამერიკულ ბანდებზე, რომლებიც მიზნად ისახავენ აცტლანის (აცტეკების მითოსური სამშობლო აშშის სამხრეთდასავლეთ ტერიტორიაზე, გაწმენდილი თეთრკანიანი მოსახლეობისგან) აღორძინებას, დიდი ხანია, წალეკა ამერიკული მედიასივრცე.

აშშ-ში პოლიტიკური კლიმატი სულ უფრო ტოქსიკური ხდება. რასიზმი და ანტაგონიზმი ამერიკელთა სხვადასხვა ჯგუფს შორის არ გამქრალა. ურთიერთმიუღებლობის დონე და მზადყოფნა, გამოიყენონ იარაღი განსხვავებული ფერის ოპონენტების წინააღმდეგ, ისეთი მაღალია, რომ დღეს არ შეიძლება აშშ-ს ეწოდოს უსაფრთხო ქვეყანა ექსტრემისტული დისკრიმინაციის გამოვლენის თვალსაზრისით.

ბარაკ ობამას მმართველობის 8 და დონალდ ტრამპის 3,5 წელიწადმა ვერ შეძლო იმის გამოსწორება, რომ, როგორც Guardian-ი წერს, 15-დან 35 წლამდე შავკანიანი მოზარდები და მამაკაცები თეთრკანიან მამაკაცებზე უფრო ხშირად არ იღუპებოდნენ პოლიციელების ხელით.

ამერიკელმა საზოგადოებამ დღემდე ვერ შეძლო თავისი ორგანიზმიდან რასიზმისა და დისკრიმინაციის გენების განდევნა.

Vz.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here