Home ახალი ამბები საქართველო რამაზ გაგნიძე: “დიახ, პოლარიზებული უნდა იყოს საზოგადოება, რადგან მას მკვლელების პარტიასთან ურთიერთობა...

რამაზ გაგნიძე: “დიახ, პოლარიზებული უნდა იყოს საზოგადოება, რადგან მას მკვლელების პარტიასთან ურთიერთობა ვერ ექნება და ეს დეგნანმაც უნდა იცოდეს”

“ხალხი არეულობას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს. ყველა გამოვა გარეთ და გადაუვლის ჯაფარიძეებსაც, მელიებსაც და ოქრუაშვილებსაც”

370

ნებისმიერი ბრალდება, რომ დასავლეთი რაიმე ფორმით პასუხისმგებელია პოლარიზაციაზე, გარკვეულწილად მცდელობაა, პასუხისმგებლობა სხვა მხარეებს დააკისრონ. მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა 3-4 წლით უკან გავიხედოთ და გვახსოვდეს, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია. “გავრილოვის ღამე”, შეუსრულებელი დაპირებები, არადემოკრატიული ქმედებები _ აქედან მოდის ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც საქართველოს დახმარებას ცდილობდნენ, რათა პარლამენტი და სხვა ინსტიტუციები უფრო მნიშვნელოვან თემებზე ფოკუსირდეს; მათ შორის, სამუშაო ადგილებზე, მაღალ ფასებსა და კარგ განათლებაზე”, – თქვა აშშის ელჩმა რადენიმე დღის წინათ.

 დეგნანის ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის ერთერთ გამოსვლაში განაცხადა: “აშშ და მისი ვასალები უხეშად ერევიან სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებშიაწყობენ პროვოკაციებს, სახელმწიფო გადატრიალებებს, სამოქალაქო ომებს. მუქარით, შანტაჟითა და ზეწოლით ცდილობენ, დამოუკიდებელი სახელმწიფოები აიძულონ, დაემორჩილონ მათ ნებას, იცხოვრონ მათთვის უცხო წესებით”.   ვლადიმერ პუტინის ამ გამოსვლის შემდეგ კელი დეგნანმა თავი იმართლა თუ არა, საკითხავია, მაგრამ ფაქტია: საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა პარლამენტარებმა საჯაროდ ისაუბრეს, როგორ ცდილობდა და ცდილობს ამერიკის ელჩი საქართველოში არეულობის მოწყობას.

ვის და რატომ სურს საქართველოში არეულობა, რას ფიქრობს ქართველი საზოგადოება საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე _ ამ და სხვა მნიშვნელობან თემებზე საზოგადოების აქტიური წევრი, ორგანიზაციაქართული მისიისწარმომადგენელი რამაზ გაგნიძე გვესაუბრება:

_ ამერიკის ელჩი საქართველოში არის უმსგავსო ადამიანი. ის ლაპარაკობს ე.წ. ლიბერასტული საზოგადოების გულის მოსაგებად, ამბობს ყველაფერს, რაც საჭიროა ლგბტ თემისთვის. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ კელი დეგნანის განცხადებებს “ქართული ოცნების” ბევრი წევრი ეთანხმება.

გამუდმებით პოლარიზებაზე საუბრობენ დასავლელი ე.წ. პარტნიორები და გვიწუნებენ ამ ვითარებას, მაგრამ, ჩემი აზრით, დიახ, პოლარიზებული უნდა იყოს საზოგადოება, რადგან მკვლელების პარტიასთან საზოგადოებას ურთიერთობა ვერ ექნება და ეს დეგნანმაც უნდა იცოდეს. მან უნდა იცოდეს, რომ მისი მხარდაჭერილი ლიბერასტები პოლიტიკაში არ უნდა ბოგინობდნენ, აღარ ვსაუბრობ იმაზე, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რომ არ უნდა ისხდნენ.

საპარლამენტო უმრავლესობიდან წამოსულ დეპუტატებზე ამბობს ამერიკის ელჩი, რომ არ იცნობს მათ, რადგან მონათმფლობელია და მონებს ვერ ცნობს. ამაზე მიანიშნებს მისი სიტყვები. კელი დეგნანს იმის გამო, რასაც საქართველოში სჩადის, ნებისმიერი ქვეყნიდან გააძევებდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ მონები ვართ, ჩვენს ხელისუფლებასაც და .. ოპოზიციასაც ხომ მისი ფულით უდგას სული; ფულის დაკარგვის შიშით კელი დეგნანს პერსონა ნონ გრატად ვერასდროს გამოაცხადებენ.

ამერიკისა და ნებისმიერი ქვეყნის ელჩი მასპინძელ ქვეყანას თავისი ქვეყნის თანასწორად უნდა მიიჩნევდეს; ელჩებმა უნდა იცოდნენ იმ ქვეყნის ისტორია, რომელშიც სტუმრად არიან, მაგრამ დეგნანმა ვერ გაიგო, ჩვენ ვინ ვართ და რით ვსუნთქვათ, ამიტომ ის სხვა ენაზე საუბრობს და ქართველი საზოგადოება _ სხვაზე; ჩვენ ერთმანეთის არ გვესმის, გარდა ჩვენი საზოგადოების იმ გამონაკლისებისა, რომლებიც დეგნანის ფულით იკვებებიან. საქართველოს არ სჭირდება ასეთი ელჩი.

_ ამბობთ, რომოცნებაშიცბევრი უჭერს მხარს დეგნანს. მაშ, რისთვის დასჭირდათ იმ ოთხი დეპუტატის გაშვება?

_ იმიტომ, რომ სიმართლეს თავად ვერ ილაპარაკებენ, მაგის ვაჟკაცობა არ ეყოფათ, ისინი ხომ ხელისუფლებაში არიან?! “ქართული ოცნება” ვერ ლაპარაკობს ქართველი ხალხის ენაზე, ვერც კელი დეგნანს უბედავენ შელაპარაკებას, რადგან ფულის დაკარგვის ეშინიათ. არადა, ხალხიც ხომ უნდა მოიმადლიერონ. საზოგადეობამ ძალიან კარგად იცის, რაც ხდება ქვეყანაში, რატომ ბედავენ დეგნანი და მისნაირები თავხედობას, ამიტომ გახდა საჭირო იმ პარლამენტარების გამოშვება “სიმართლის სათქმელად”. მოკლედ, ხელისუფლება ცდილობს, არც მწვადი დაწვას და არც შამფური.

_ ქვეყანაში მართლაც მძიმე ვითარებაა, თითქოს დენთის სუნი ტრიალებს. სიმართლის სათქმელად უმრავლესობიდან გამოცალკევებულმა პარლამენტარებმა ამერიკის ელჩის მიერ დაგეგმილ მოსალოდნელ არეულობებზე ისაუბრეს. გაირკვა, რომ არეულობის ორი მცდელობა კრახით დასრულდა, ახლაც აპირებენ არეულობის მოწყობას დეგნანისგან წაქეზებული .. ოპოზიციური პარტიები. მაგალითად, “გირჩისლიდერმა ჯაფარიძემ საჯაროდ განაცხადა ამის შესახებ. ის ამბობს, რომ დაანგრევენ, დალეწავენ შენობებს, შევარდებიან და გამოათრევენ ადამიანებს კაბინეტებიდან და .. მის სიტყვებს ხელისუფლების რეაქცია არ მოჰყოლია

_ ჯაფარიძე მარტო არ არის, მსგავსი განცხადებები გააკეთეს ოქრუაშვილმა და მელიამაც, მაგრამ ჯერ მათ სიტყვებს სამართალდამცველების მხრიდან რეაქცია არ მოჰყოლია. არადა, დაკითხულები კი არა, უკვე დაპატიმრებულები უნდა იყვნენ და გამოძიება მიმდინარეობდეს _ ვინ წააქეზა, ვინ უდგათ მხარში, ვინ არის მომხრე. ასე ხდება ყველა ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ ხელისუფლებამ იცის, რომ დესტრუქციული ძალებისკრიშაკელი დეგნანია, ამიტომაც ხმას ვერ იღებს. არავის აინტერესებს, ამ განცხადებებით როგორ ზიანდება ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფოებრიობა; მთავარია, კელი დეგნანი იყოს ხელშეუხებელი.

დიდი მცდელობის მიუხედავად, ამერიკამ და ევროპის სახელმწიფოებმა ვერ შეძლეს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ამიტომ ახლა სხვა მეთოდზე გადავიდნენ და ყველანაირ უმსგავსობაზე ალაპარაკებენ ლიბერასტებს, ვაიპოლიტიკოსებსა და გარეწრებს; ცდილობენ, გააღიზიანონ რუსეთი და საზოგადოებაც, რათა არეულობა დაიწყოს.

_ შეიძლება, რომ არეულობა მოაწყონ საქართველოში? ჯაფარიძეს ჰყავს მხარდამჭერები, სხვა პარტიებისგან განსხვავებით

_ ჯაფარიძე ორმაგ თამაშს თამაშობს. ის ნაცია, მაგრამ ყველამ ვიცით, რომგირჩს” “ქართული ოცნებააფინანსებს ამერიკის დავალებით. “გირჩიარის ლიბერასტული პარტია და მან საფუძველი მოამზადა ბევრი საკანონმდებლო ინიციატივისთვის, რომლებიც შემდეგ დაკანონდა. ის სჭირდება ყველა მხარეს. როდესაც ვამბობ, რომ ჯაფარიძე “ოცნების” დაფინანსებულია, არ ვგულისხმობ ივანიშვილს ან კალაძეს, “გირჩს” აფინანსებს “ოცნების” ლიბერასტული ნაწილი, რომელიც საკმაოდ დიდი ფრთაა, და პორტირებული ნაცები. ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მიმართ მტრულ დამოკიდებულებაში მყოფი პოლიტიკოსები აფინანსებენ “გირჩს” და ასეთები, მერწმუნეთ, საკმაოდ ბევრნი არიან. 

_ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკა და მისი ვასალები ცდილობენ, ქვეყნებში არეულობა მოაწყონ, ამერიკის ელჩი კი საპირისპიროს ამტკიცებსროგორ ფიქრობთ, ვის სურს არეულობა ჩვენს ქვეყანაში?

_ როგორც წესი, პოლიტიკაში მეგობრები არ არსებობენ, ყველა თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, ჩვენი ქვეყანაც ვერ იქნება გამონაკლისი, მეგობრები არ გვყავს, მაგრამ მტრის მოკეთედ მოქცევა შესაძლებელია…

მსოფლიოს მტრები არიან ამერიკა, ინგლისი, ნატო და ევროკავშირი, რომელთა ჩვენკენ შემოტრიალების შანსი ნულის ტოლია, რადგან მართლმადიდებლური სამყაროს სისხლითა და დაქცევით იკვებებიან. ჩვენ გვახსოვს მათ მიერ დაღვრილი სისხლი, თანაც უფლის აღდგომის დღეს…

ყველამ კარგად ვიცით, რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი ამ ორ ხალხს შორის რომ არ დაწყებულა. ეს დაიწყო ამერიკა-ევროპამ და, როგორც ზემოთ მოგახსენეთ,  მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. ასეთივე პროვოკაცია მოაწყვეს რუსეთსა და საქართველოს შორის, ცდილობდნენ კონფლიქტის გაღვივებას რუსეთსა და ბელარუსს შორის და ა.შ. თუ დააკვირდებით, ომები მართლმადიდებლურ ქვეყნებში მიმდინარეობს. ეს იმიტომ ხდება, რომ ამერიკას ასე სურს. საბედნიეროდ, ჯერ სერიოზულ შედეგებს ვერ მიაღწიეს ამერიკელებმა და, ალბათ, ვერც ვერასდროს შეძლებენ მიზნამდე მისვლას, მაგრამ, რომ იბრძვიან მართლმადიდებლური ქვეყნების წინააღმდეგ, ფაქტია.

კელი დეგნანი ცდილობს თავის ქვეყნის დავალების შესრულებას, მაგრამ რუსეთი უშლის ხელს და ეს აღიზიანებს…

რუსეთთან დალაპარაკება ჯერ კიდევ შეგვიძლია ქართველებს, ვფიქრობ,  მოლაპარაკების გზით ტერიტორიების დაბრუნებაზეც შევძლებთ საუბარს. აქედან გამომდინარე, თვითონ გამოიტანეთ დასკვნა, ვის სურს ამ ქვეყანაში არეულობა და ჩვენი დაქცევა.

_ არეულობას შემოდგომაზე გეგმავენ და, რომ შეძლონ, რა მოხდება?

_ ვერ შეძლებენ, რადგან ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს. “ქართული ოცნებაც” სწორედ ამიტომ არის მშვიდად. ქოცები თვითონ უმაქნისები არიან და ხალხის იმედი აქვთ, ხალხი კი, მერწმუნეთ, არეულობას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს. ყველა გამოვა გარეთ და გადაუვლის ჯაფარიძეებსაც, მელიებსაც და ოქრუაშვილებსაც…

ძალიან მალე ჩვენი ქვეყნის სათავეში კონსერვატიული ძალები მოვლენ და მოხდება დიდი გარდატეხა. მშვიდად ჩაივლის ეს პერიოდი, თუნდაც რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს გაისად. მალე ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი და ყველა დაისჯება, ვინც ქართველი ხალხის წინაშე დანაშაული  ჩაიდინა…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here