Home ახალი ამბები მსოფლიო რაიხსტაგის თავზე ლგბტ დროშა აღმართეს

რაიხსტაგის თავზე ლგბტ დროშა აღმართეს

286

ბუნდესტაგმაისტორიული პრეცედენტი შექმნა”. ტრადიციული გეიაღლუმის _ Christofer Street Day გამო ბერლინში რაიხსტაგის (სადაც გერმანიის პარლამენტი სხდომებს ატარებს) თავზე პირველად აღმართეს ცისარტყელას დროშა, _ იუწყება გამოცემა Der Spiegel. ბუნდესტაგის თავმჯდომარე ბერბელ ბასის თქმით, ეს აქცია ცხადყოფს, რომ ქვეყანაში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ქვეყნისფასეული ნაწილიარიან. ლგბტ თემის სოლიდარობის ნიშნად ცისარტყელას დროშები აღმართეს ფედერალური სამინისტროების შენობებზეც.

23 ივლისს ბერლინში გაიმართა ტრადიციული გეიაღლუმი Christopher Street Day. ვარაუდობდნენ, რომ აქციაში მონაწილეობას მიიღებდა 500 ათასი ადამიანი. ამ მოვლენის გამო ბუნდესტაგმა წელს შექმნა “ისტორიული პრეცედენტი” _ რაიხსტაგის შენობის თავზე პირველად აღმართეს ლგბტ დროშა.

“პარლამენტმა გამოფინა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების დროშა, _ განაცხადა ბუნდესტაგის თავმჯდომარე ბერბელ ბასმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში, _ ყველამ უნდა გაიგოს: გეები, ლესბოსელები, ბისექსუალები, ტრანსსექსუალები და ინტერსექს-ადამიანები ჩვენი ქვეყნის ფასეული ნაწილი არიან”. ლგბტ თემის სოლიდარობის ნიშნით დროშები აღმართეს ფედერალური სამინისტროების შენობებზეც.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა აქციის შესახებ “ტვიტერში” დაწერა და გეიაღლუმის მონაწილეებს “ბედნიერი, უსაფრთხო და ნათელი დღე” უსურვა.

ორგანიზატორებმა ბერლინის მთავრობას აცნობეს, რომ აქციაში მონაწილეობას მიიღებდა 500 ათასი ადამიანი. შარშან მსგავს აქციაში 35 ათასი პირი მონაწილეობდა.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here