Home ახალი ამბები საქართველო ქვეყნები, რომლის მოგზაურებიც ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ საქართველოში

ქვეყნები, რომლის მოგზაურებიც ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ საქართველოში

166

2023 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 102%- ით გაიზარდა 795.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.

სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის 1-ელ კვარტალში უცხოელი მოგზაურებისგან შემოსავალი შეადგენდა 393.7 მლნ დოლარს, მაშინ, როცა 2021 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 53.6 მლნ დოლარს. პანდემიურ 2020 წლის იანვარ-მარტში კი მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 427.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 1-ელ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე პანდემიამდელი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში. კერძოდ, პანდემიამდელ 2019 წელს, იანვარ-მარტში ქვეყანას უცხო ქვეყნის მოგზაურებიდან 578.4 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

2023 წლის 1-ელ კვარტალში ქვეყნების მიხედვით საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლები ასეთია:

რუსეთი – 266.4 მლნ დოლარი;

დანარჩენი ქვეყნები – 135.2 მლნ დოლარი;

თურქეთი – 96.3 მლნ დოლარი;

ევროკავშირის ქვეყნები – 73.2 მლნ დოლარი;

ისრაელი – 60.8 მლნ დოლარი;

უკრაინა – 56.2 მლნ დოლარი;

სომხეთი – 29.7 მლნ დოლარი;

აზერბაიჯანი – 28.2 მლნ დოლარი;

ბელარუსი – 24.1 მლნ დოლარი;

ირანი – 19.7 მლნ დოლარი;

საუდის არაბეთი – 5.6 მლნ დოლარი.

https://www.bpn.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here