Home ახალი ამბები „ქურდული სამყაროს წარმომადგენლები, რომლებიც დანაშაულის გახსნაში დაგვეხმარებიან, არ დაისჯებიან“

„ქურდული სამყაროს წარმომადგენლები, რომლებიც დანაშაულის გახსნაში დაგვეხმარებიან, არ დაისჯებიან“

825

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „იმედის კვირასთან” განაცხადა, რომ   ქურდული სამყაროს წარმომადგენლები, რომლებიც გამოძიებას ორგანიზებული დანაშაულის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის გახსნაში დაეხმარებიან, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან.

„ვაჩენთ ახალ დანაშაულს, როგორიც არის, მაგალითად ქურდული სამყაროსადმი მიმართვა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს პასიური წევრობა და ა.შ. თუმცა, ამასთან ერთად ჩვენ შემოგვაქვს სიახლე და ქურდული სამყაროს ის წარმომადგენლები, რომლებიც აღიარებენ დანაშაულს და დაეხმარებიან ორგანიზებულ დანაშაულის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის გახსნაში, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან”, -განაცხადა გახარიამ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here