Home ახალი ამბები საქართველო ქართული ღვინის ექსპორტი: 18 ქვეყანაში _ 9,5 მლნ ბოთლი; მხოლოდ რუსეთში _...

ქართული ღვინის ექსპორტი: 18 ქვეყანაში _ 9,5 მლნ ბოთლი; მხოლოდ რუსეთში _ 42 მლნ ბოთლი

1652
ქართული ღვინის ექსპორტი

სსიპღვინის ეროვნული სააგენტოსმონაცემებით, 2018 წლის იანვაროქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 68,3 მლნმდე ბოთლი ღვინო (0,75 ), რაც 12%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 162 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20% შეადგინა.

“ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია _ 50% (199 997 ბოთლი), პოლონეთი _ 30% (2 788 029), დიდი ბრიტანეთი 50% (103 724) და აშშ _ 1% (399 054); ასევე ევროპისა და ამერიკის მიმართულებით: რუმინეთი _ 477% (99 774), ჩეხეთი _ 70% (33 450)), ნიდერლანდები _ 39% (63 951), საფრანგეთი _ 15% (113 297), ესტონეთი _ 12% (464 792), ლატვია _ 12% (1 427 836), ლიეტუვა _ 7% (366 552), გერმანია _ 3% (378 954) და ა.შ.; ასევე ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: თურქმენეთი _ 102% (135 294), მონღოლეთი _ 44% (162 390), ყირგიზეთი _ 37% (179 610), უკრაინა _ 34% (8 346 700), ყაზახეთი _ 16% (3 112 202), რუსეთი _ 10% (42 344 328), ბელარუსი _ 3% (1 353 042) და სხვ.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (42 344 328), უკრაინა (8 346 700), ჩინეთი (5 410 667), ყაზახეთი (3 112 202) და პოლონეთი (2 788 029).

სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 252,1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 13%-ით აღემატება გასული წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელს”, _ აცხადებენ სააგენტოში.

ისე, ღვინის სააგენტოსი გაგვკვირვებია. ეს ორგანიზაცია სტრატეგიულ ბაზრებად მოიხსენიებს ქვეყნებს, რომლებშიც გავიდა 33 ათასიდან 300 ათასამდე ბოთლი, ხოლო რუსეთს _ ქვეყანას, რომელშიც გავიდა 42 მილიონი(!) ბოთლი, სტრატეგიულ ბაზარს არ აკუთვნებენ.

ამასთანავე, ჩამოთვლილი 19 ქვეყნიდან 18-ში იმპორტმა, საერთო ჯამში,  19,5 მლნ ბოთლი შეადგინა, მხოლოდ რუსეთში კი იმპორტი 42 მლნ 300 ათასი ბოთლია, .., ორჯერ მეტი, ვიდრე ყველა სხვა ქვეყანაში ერთად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here