რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ისაუბრა უკრაინაში მოქმედი იარაღის შავი ბაზრის საფრთხეზე.
“უკრაინაში მოქმედი იარაღის შავი ბაზარი სერიოზულ გამოწვევებს ქმნის”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ტრანსსასაზღვრო კრიმინალური ჯგუფები აქტიურად არიან ჩართულნი იარაღის კონტრაბანდაში სხვა რეგიონებში.
პუტინმა განმარტა, რომ ეს არ ეხება მხოლოდ მცირე ზომის იარაღს, არსებობს რისკები, რომ უფრო ძლიერი იარაღი, მათ შორის პორტატული საზენიტო სარაკეტო სისტემა და მაღალი სიზუსტის იარაღი, კრიმინალების ხელში მოხვდება.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ცნობილია კიევის გეგმების შესახებ, გამოიყენოს „ბინძური ბომბი“ პროვოკაციებისთვის.