Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინმა კოლაბორაციონისტების და მოღალატეების ანათემაზე გადაცემისკენ მოუწოდა

პუტინმა კოლაბორაციონისტების და მოღალატეების ანათემაზე გადაცემისკენ მოუწოდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ ბევრ ქვეყანაში კოლაბორაციონისტების განდიდება ხდება

125
პუტინმა კოლაბორაციონისტების და მოღალატეების ანათემაზე გადაცემისკენ მოუწოდა

ყოველთვის არსებობდნენ კოლაბორაციონისტები, მოღალატეები, თუნდაც რუსეთში: “რუსეთის განმათავისუფლებელი არმია”, მაგრამ მნიშვნელოვანი ამოცანაა მათი ანათემაზე გადაცება, ხოლო გმირების ხსოვნა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ლენინგრადში ბლოკადის გარღვევის 80 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებზე განაცხადა.

„ბევრ ქვეყანაში ხდება კოლაბორაციონისტების განდიდება. რაც ხდება ლატვიაში – იქ SS-ელები ყოველწლიურად მარშირებენ. ესენი არიან SS-ის ყოფილი ჯარისკაცები, რომლებიც იმით ინიღბებიან, რომ თითქოსდა იბრძოდნენ ეროვნული დამოუკიდებლობისთვის. მაგრამ ვერაფერი გაამართლებს ნაცისტებთან თანამშრომლობას“, – განაცხადა პუტინმა.

ამავდროულად, რუსეთის ლიდერმა გაიხსენა „ბანდერას განდიდება უკრაინაში“. და ამასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს „სრული უფლება“ ჩათვალოს, რომ „ისინი ნეონაცისტები არიან“. მისი აზრით, გერმანელი ოკუპანტები „მათ აძლევდნენ „ბინძური სამუშაოს“.

შეგახსენებთ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ უკრაინაში “ბინძური” ბირთვული ბომბის დამზადების კვალი არ აღმოჩნდა. ორგანიზაციამ ჩაატარა ფართომასშტაბიანი შესაბამისი შემოწმება, მაგრამ კიევის მიერ ასეთი ბომბის შექმნის მცდელობის მტკიცებულება ვერ მოიძებნა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here