Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინმა გაზპრომის ხელმძღვანელს სთხოვა დახმარების ხელი გაუწოდოს მოლდოვას

პუტინმა გაზპრომის ხელმძღვანელს სთხოვა დახმარების ხელი გაუწოდოს მოლდოვას

73
პუტინმა გაზპრომის ხელმძღვანელს სთხოვა დახმარების ხელი გაუწოდოს მოლდოვას

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაზპრომის ხელმძღვანელს ალექსეი მილერს სთხოვა დახმარების ხელი გაუწოდოს მოლდოვას გაზის მიწოდებისა და მასზე ფასების საკითხში. ამის შესახებ მან ხუთშაბათს, 27 ოქტომბერს, ვალდაის სადისკუსიო კლუბის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ბატონი მილერი მოვიდა ჩემთან, დააფიქსირა თავისი პოზიცია და განაცხადა, რომ საკუთარ შეხედულებას მართებულად თვლიდა. მე ვთხოვე მას ხელი შეეწყო მოლდოვის მხარისათვის, მხედველობაში მიეღო მოლდოვას სახელმწიფოს ეკონომიკური და ფინანსური შესაძლებლობები.

მე ვუთხარი მას – “კარგი, ფასები, ბაზრის თვალსაზრისით სამართლიანია, მაგრამ ძალიან მძიმეა მოლდოვასთვის, თუ ისინი ვერ იხდიან, რა აზრი აქვს მაშინ?” ის მაინცდამაინც არ დამეთანხმა, მაგრამ მოისმინა ჩემი აზრი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მან დასძინა, რომ შემდეგ „გაზპრომი“ წავიდა მოლდოვას მთავრობასთან დათმობაზე და ხელშეკრულება მათი პირობებით დაიდო.

მანამდე, 20 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორპორაცია „მოლდოვაგაზმა“ გადაუხადა რუსულ „გაზპრომს“ ქვეყანაში გაზის მიმდინარე მიწოდების საფასური.

მანამდე, 4 ოქტომბერს, „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ იტოვებს უფლებას სრულად შეუჩეროს მოლდოვას გაზის მიწოდება ლურჯი საწვავის 20 ოქტომბრამდე გადახდის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here