Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საუდის არაბეთის შესაძლო შესვლას BRICS-ში

პუტინმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საუდის არაბეთის შესაძლო შესვლას BRICS-ში

92
პუტინმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საუდის არაბეთის შესაძლო შესვლას BRICS-ში

27 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ვალდაის საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის პლენარულ სხდომაზე კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა, რომ მხარს უჭერს საუდის არაბეთის შესაძლო შესვლას BRICS-ში (ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის, სამხრეთ აფრიკის ასოციაცია).

„საუდის არაბეთი სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა. ლიდერს დიდი გეგმები აქვს ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის. რა თქმა უნდა, ქვეყანა იმსახურებს იყოს ისეთი მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი, როგორიცაა BRICS, ასევე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, ჩვენ განვავითარებთ თანამშრომლობას“, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here