Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინმა დაავალა შემუშავდეს პროგრამა ახალგაზრდებში უარყოფითი სოციალური ფენომენების პრევენციისთვის

პუტინმა დაავალა შემუშავდეს პროგრამა ახალგაზრდებში უარყოფითი სოციალური ფენომენების პრევენციისთვის

43
პუტინმა დაავალა შემუშავდეს პროგრამა ახალგაზრდებში უარყოფითი სოციალური ფენომენების პრევენციისთვის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობას დაავალა შეიმუშავოს პროგრამა ახალგაზრდებში უარყოფითი სოციალური ფენომენების პრევენციის მიზნით.

”მთავრობამ… შეიმუშავოს ყოვლისმომცველი პროგრამა ახალგაზრდულ გარემოში ნეგატიური სოციალური ფენომენების პრევენციისთვის; პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს მენტორების, საქველმოქმედო, მოხალისე ორგანიზაციების ჩართულობას მცირე ან საშუალო სიმძიმის დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვანებთან პროფილაქტიკურ სამუშაოებში, – ნათქვამია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულების ტექსტში.

დავალება უნდა შესრულდეს 2023 წლის 1 მარტამდე.

შესრულებაზე პასუხისმგებლად პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი და კრემლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო დაინიშნა.

დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახალგაზრდული პოლიტიკა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თემაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here